„მიაქციეთ ყურადღება შუქრუთელებს“ – „სოც.სამართლიანობის ცენტრი“ ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გამოეხმაურონ და მიაქციონ ყურადღება ჭიათურაში მოშიმშილე და პირამოკერილი დემონსნტანტების მოთხოვნებს. ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა, რომელიც წლებია, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, 11 მაისს პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ ყურადღებას. სოფელ შუქრუთის მოსახლეობა არაერთი წელია აცხადებს, რომ მანგანუმის მომპოვებელი კომპანია …

მორატორიუმის პარალელურად გაგრძელებული სამუშაოები „ნამახვანჰესზე“

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ პროტესტის ფონზე, მთავრობასთან შეთანხმების კვალდაკვალ, რიონის ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. ჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ მიუთითებენ, რომ კომპანია ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს კი არ აწარმოებს, არამედ აქტიურად აშენებს სადერივაციო გვირაბს, რითაც რადიკალურად ცვლის ბუნებრივ გარემოს. კომპანია ასევე აცხადებს, რომ სადერივაციო გვირაბი პროექტის ძირითადი ნაგებობა არ არის, მათ …

ამნისტიის კანონპროექტი პოლიტიკურად და სამართლებრივად პრობლემურია – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) კრიტიკულად აფასებს “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულთა ფართო წრეზე ბლანკეტურად აუქმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და პროცესიდან სრულად გამორიცხავს დაზარალებულებს. ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით, 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, სრულად ვრცელდება ამნისტია, გარდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი) …

“დემონსტრანტების წინააღმდეგ” – ცვლილებები კანონმდებლობაში

აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები მწვავედ აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მიიჩნევენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“. ერთი კანონპროექტით მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, მეორით კი ადმინისტრაციული წესით პირის დაკავების ვადა 48 საათამდე იზრდება. „ნეტგაზეთმა“ უკვე მოამზადა სტატია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციების გამკაცრების შესახებ. …

„ნამახვანზე“ მომუშავე NGO-ები მთავრობისგან „დეზინფორმაციულ შეტევებზე“ საუბრობენ

ნამახვაჰესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის, „ენკას“ მხრიდან ბოლო პერიოდში ადგილი აქვს „დეზინფორმაციულ და მადისკრედიტირებელ შეტევებს აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ“. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ — „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილმა EMC-მ), „მწვანე ალტერნატივამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, — 8 აპრილს გაავრცელა განცხადება და შეშფოთება გამოთქვა, რადგან: „ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას …

მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

“სოციალური სამართლიაონის ცენტრი” (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოში საბოლოო პოზიციად წარადგინა დაუსაბუთებელი და ფაბრიკაციული ინფორმაცია. “მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, …

დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა, შეწყდეს სამუშაოები — NGO-ები

საქართველოში მოქმედი 3 არასამთავრობო ორგანიზაცია რიონის ხეობაში 3 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ისინი, ერთი მხრივ, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებული სამუშაოების შეჩერებას, მეორე მხრივ კი — ხეობიდან პოლიციის გასვლას მოითხოვენ. “…დაუშვებლად მივიჩნევთ საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას. პოლიციამ პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის …

მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებები ქალთმოძულე შინაარსისაა — სოც. სამართლიანობის ცენტრი

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებებსა და ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მონაზონი სოსანას მიმართ გაკეთებული როგორც განცხადებები, ასევე გადაწყვეტილებები მკვეთრად ქალთმოძულე შინაარსს შეიცავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე ერთი თვეა, რაც ვითარება დაძაბულია. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი ეპარქიის წევრები საეკლესიო სასამართლოს ორგანიზებას …

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” – EMC-მ რეორგანიზაცია ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) რეორგანიზაცია ჩაატარა და სახელწოდება შეიცვალა. დღეიდან ორგანიზაციას ერქმევა “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ორგანიზაციის სახელის ცვლილება გამოხატავს მათი, მათი თანამებრძოლების, მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების საერთო სურვილს, ორგანიზაციის სახელი იმთავითვე ცხადს ხდიდეს იმ პრინციპებს, იდეალებსა და წარმოდგენებს, რაც დაფუძნების დღიდან აერთიანებთ: “ჩვენთვის სამართლიანობის, უპირატესად კი სოციალური სამართლიანობის …

Exit mobile version