„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ორგანიზაციამ უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი დავა მოიგო საცხოვრისის სფეროში. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა წინა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, არ დააკმაყოფილა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი და განაცხადა, რომ ერთ ადამიანზე მხოლოდ 6.4 კვ.მ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა სათანადო საცხოვრებლის უფლების დარღვევაა. საქმეზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ დავა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისიდან …
Tag Archives: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
შესაძლოა, „ენკამ“ ნამახვანჰესის შენება გააგრძელოს — „ეს იყო წინასაარჩევნო პოპულიზმი“
თითქმის 2 თვის თავზე იმ დღიდან, როდესაც ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობას ოფიციალურად აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, ცნობილი ხდება, რომ ინვესტორმა, შესაძლოა, პროექტის მშენებლობა გააგრძელოს. „რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებენ, აცხადებენ, რომ თუკი „ენკა“ პროექტში დარჩება, ეს დაადასტურებს, რომ კომპანიამ „წინასაარჩევნო პოპულიზმში“ მიიღო მონაწილეობა. ქრონოლოგია და თურნავას ახალი განცხადება 2021 …
სააკაშვილის გლდანში გადაყვანა არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს – NGO-ები
არასამთავრობო ორგანიზაციები, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში და აცხადებენ, რომ „პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების – სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან და არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს“. მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა საპატიმროში შიმშილობს. …
Continue reading “სააკაშვილის გლდანში გადაყვანა არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს – NGO-ები”
როგორ ითვისებს მერის წარმომადგენელი მიწას იორმუღანლოში — სოც. სამართლიანობის ცენტრის განცხადება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, (ყოფილი EMC) საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ იორმუღანლოს თემში მერის წარმომადგენლის მიერ სოფლის მცხოვრებლების საკუთრების შესაძლო მიტაცების ფაქტი. „ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, უკვე წლებია, რაც თემში მერის წარმომადგენელი მ. ი. სოფლის საძოვრებისა და მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს. კერძოდ, მასთან დაკავშირებული პირები კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე იძენენ საკუთრების უფლებას …
NGO-ები: პოლიციის შესახებ კანონპროექტი ზრდის პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საქართველოს ახალგაზრდა ირუსიტთა ასოციაცია“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები გაუმართლებლად ზრდის პოლიციელების უფლებამოსილებას პირის იდენტიფიცირების დროს და ადამიანის პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევის რისკებს აჩენს. ორგანიზაციების განცხადებით, 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს „პოლიციის შესახებ“ კანონში, კერძოდ კი, პირის გამოკითხვისა და …
Continue reading “NGO-ები: პოლიციის შესახებ კანონპროექტი ზრდის პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს”
სტრასბურგის სასამართლო მოსამართლე ბაქრაძის საქმეს არსებითად განიხილავს
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მაია ბაქრაძის საქმის არსებითი განხილვის შესახებ მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო. მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანების – „მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელი წევრია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო უარი ეთქვა მოსამართლედ ხელახალ დანიშვნაზე. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მიმართა …
Continue reading “სტრასბურგის სასამართლო მოსამართლე ბაქრაძის საქმეს არსებითად განიხილავს”
არასამთავრობოები ნამახვანჰესზე მედიაციის პროცესში რჩებიან
„რიონის ხეობის მცველების“ მიერ მედიაციის პროცესის დატოვების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციაში მონაწილეობას აგრძელებენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“ ეთიშება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს. „რიონის ხეობის მცველებმა“ ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს ფეისბუკ-პოსტით გამოაცხადეს. მოძრაობა აცხადებს, რომ ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება. არასამთავრობოების პოზიცია მედიაციის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროცესში მონაწილეობას აგრძელებს. როგორც …
Continue reading “არასამთავრობოები ნამახვანჰესზე მედიაციის პროცესში რჩებიან”
ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების, სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ — სსც
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაცია, 16 სექტემბერს გავრცელებულ განცხადების თანახმად, მშენებლობა “დაუსაბუთებელი და უკანონოა”. “მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს, საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით, უსაფუძვლოდ გასცა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ნებართვის გამცემმა სააგენტომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნები და …
„პარლამენტმა უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია სუს-ის, სავარაუდოდ, უკანონო მუშაობაზე“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მუშაობის მამხილებელი სავარაუდო ფაქტები ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობებს და პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. „შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს“, – აცხადებს ორგანიზაცია. ორგანიზაციის თანახმად, ბოლო კვირების განმავლობაში მედია და ინტერნეტრესურსების მეშვეობით გავრცელდა …
ნამახვანჰესის ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოვლინდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანია “ენკა რენუებლზს” შორის გაფორმებული ნამახვანჰესის მშენებლობის კონტრაქტის შესწავლის მიზნით, საერთაშორისო კომპანია “CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP”, იგივე “CMS” გამოავლინა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, აღნიშნული კომპანია შეირჩა სხვა მომსახურების კომპანიებისგან განსხვავებული, დაბალი ფასის გამო. სამინისტროს განმარტებით, კომპანიამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი და შეადაროს საერთაშორისო …
Continue reading “ნამახვანჰესის ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოვლინდა”
ბაღდავაძის გათავისუფლება დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს — სოც. სამართლიანობის ცენტრი
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლება, განსხვავებული აზრის საფუძველზე, დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა. ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს, ოფიციალური მიზეზად განუმარტეს, რომ „ხალხში კონფლიქტს ქმნის“. მესამე დღეა, ბაღდავაძე “თბილსერვის ჯგუფის” შენობასთან კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სავარაუდო კორუფციის …
არასამთავრობოები სუს-ს სავარაუდო უკანონო მოსმენის გამო უჩივიან
სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურას მიმართავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. ეს საქმე უკავშირდება ნიკა გვარამიას მიერ აგვისტოს დასაწყისში გასაჯაროებულ დოკუმენტებს, რაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ, ფარული მოსმენების ანგარიშებს აღწერდა. საგამოძიებო უწყებას მიმართავენ გიორგი ონიანი (საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველო), გიორგი მშვენიერაძე (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) და გურამ იმნაძე (სოციალური სამართლიანობის ცენტრი). სამივე მათგანი პროკურატურისგან მოითხოვს …
Continue reading “არასამთავრობოები სუს-ს სავარაუდო უკანონო მოსმენის გამო უჩივიან”
“სოც. სამართლიანობის ცენტრი” პასუხისმგებლობას ღარიბაშვილ-გომელაურს აკისრებს
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და დღეს უკვე ტვ “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება “ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.” ალექსანდრე ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ტვ “პირველის” ოპერატორი 5 ივლისს თბილისში, “სირცხვილიას” ოფისში გახდა თავდასხმის მსხვერპლი მაშინ, როცა იქ ძალადობრივი …
Continue reading ““სოც. სამართლიანობის ცენტრი” პასუხისმგებლობას ღარიბაშვილ-გომელაურს აკისრებს”
სოციალური სამართლიანობის ცენტრი “რიონის ხეობის მცველების” მიერ ძალადობრივი აქციის მხარდაჭერას მიუღებლად მიიჩნევს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) “რიონის ხეობის მცველების” მიერ ძალადობრივი აქციის მხარდაჭერას მიუღებლად მიიჩნევს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ დრომდე რიონის ხეობაში მიმდინარე წინააღმდეგობა ახერხებდა სხვადასხვა, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვებისა და პოზიციების მქონე ჯგუფების გაერთიანებას. მათივე თქმით, მოძრაობას პირველივე დღეებიდან აძლიერებდა თანასწორობისა და არაძალადობრიობის პრინციპებზე დაფუძნებული შინაარსი. ახლა კი თვლიან, რომ ამ ღირებულებების ერთგულების …
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ჩხრეკის ახალ წესს გაასაჩივრებს
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ საპროცესო კოდექსში ჩხრეკასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების ბაზისურ სტანდარტებს, რის გამოც, ორგანიზაცია მის გასაჩივრებას კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს. ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტზე მუშაობის დროს პარლამენტმა სამოქალაქო სექტორის თითქმის არც ერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა, რათა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი და ამ გზით მოპოვებული მტკიცებულებათა სანდოობის ხარისხი, საკონსტიტუციო სასამართლოს …
Continue reading ““სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ჩხრეკის ახალ წესს გაასაჩივრებს”
რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს
ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას — ხარჯთსარგებლიანობის ანალიზსა და პროექტის შესახებ დასკვნას. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ეს დოკუმენტები: ან არ არსებობს, რაც კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და კონტრაქტის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს; ან იმდენად კრიტიკულია და მნიშვნელოვან კონტრარგუმენტებს შეიცავს პროექტის არსებული სახით განხორციელების წინააღმდეგ, რომ სახელმწიფოს მათი გასაჯაროება არ …
Continue reading “რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს”
ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა საფრთხეშია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი [ყოფილი EMC] განცხადებას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთან” ერთად სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ გალში დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხის განხილვა 29-30 ივნისს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში. ორგანიზაცია სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზომა, რათა ირაკლი ბებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდეს. გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა …
Continue reading “ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა საფრთხეშია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
როგორ გადაუწიეს „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 2022 წლამდე
ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ კომპანია „ენკას“ ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა, რომელიც აპრილში იწურებოდა, თითქმის ერთი წლით გაუხანგრძლივა. ახალი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელმწიფომ ჯერ კიდევ თებერვალში იცოდა, რომ კომპანია აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას ვერ ასრულებდა. ამის შემდეგ, მარტში, სახელმწიფომ ჰესის ძირითადი ნაგებობების აშენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ახლად გამოვლენილი გარემოება უჩვენებს, რომ …
Continue reading “როგორ გადაუწიეს „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 2022 წლამდე”
მთავრობა ახალ ფირმას ეძებს „ნამახვანის“ კონტრაქტის შესაფასებლად
საქართველოს მთავრობის დავალებით, იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ პროექტის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების მოსამზადებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეფასება, რომელიც არაერთ კრიტიკული დასკვნას მოიცავს, უწყებას უკვე ჰქონდა მომზადებული კონტრაქტის ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე, სამინისტრო ამ დოკუმენტის შინაარსზე დღემდე არ აკეთებს განმარტებებს. ამ საკითხზე სახელმწიფოს დუმილის ფონზე, სპეციალისტები, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ ხელშეკრულებას, ეჭვობენ, …
Continue reading “მთავრობა ახალ ფირმას ეძებს „ნამახვანის“ კონტრაქტის შესაფასებლად”
„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან
„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას ჰესის მშენებლობის დასრულების ვადის დარღვევის გამო მხოლოდ პირგასამტეხლო ეკისრება და არა ზიანის ანაზღაურება, კომპანიას კი მრავალ შემთხვევაში შეუძლია კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფოსაგან. კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა პირველი 30 დღის განმავლობაში 55-ჯერ ნაკლები გამოდის, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით კომპანიას, ნაწილ-ნაწილ, მაქსიმუმ $15 მლნ შეიძლება დაეკისროს; ამასთან, …
Continue reading “„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან”
“გასაჯაროვდეს ნამახვანჰესთან დაკავშირებული დოკუმენტები” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] განცხადებით, მედიასაშუალება “მთის ამბების” მიერ მოპოვებული იუსტიციის სამინისტროში მომზადებული დასკვნა ნამახვანჰესის მშენებლობისთვის სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმების შესახებ ცხადყოფს, რომ “ამ ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობა თმობს სახელმწიფო ინტერესებს”. ” [დოკუმენტი] ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნამახვანიჰესის ხელშეკრულების პირობების შეუთავსებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან. დასკვნა მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობას აკრიტიკებს მაშინ, როდესაც …
ითხოვს სამართლებრივ რეაგირებას – სოც.სამართლიანობის ცენტრი ფალავანდიშვილებზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ბოლო დღეებში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე ჰომოფობური ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და პოლიციას მოძალადე პირების მიმართ ქმედითი სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქციებს თბილისში, რომელიც 23-24 მაისს მიმდინარეობს. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ მოძრაობას აზიანებს ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაცია პროტესტის გარშემო- „რომლებიც გარდა იმისა, რომ რეგრესული, შოვინისტური და …
Continue reading “ითხოვს სამართლებრივ რეაგირებას – სოც.სამართლიანობის ცენტრი ფალავანდიშვილებზე”
პოლიციის ქმედებები რიონის ხეობაში „დაუსაბუთებელი და რეპრესიულია“ – „სამართლიანობის ცენტრი“
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებები დაუსაბუთებელი და რეპრესიული იყო, პროცესის ესკალაციას შეუწყო ხელი და რადიკალიზების საფრთხეებს ზრდის. 20 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებისას საპოლიციო ღონისძიებებია შეფასებული, ვკითხულობთ: „ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტს სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა, რა დროსაც უგულებელყოფილი …
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დმანისში პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად. ამისთვის, ორგანიზაციის აზრით, სიტუაციის განსამუხტად საჭიროა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე მოახდინოს პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზაცია და მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა. “გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია დმანისში ძალადობისა და კონფლიქტის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებო …