სოხუმის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში ომანის ელჩს შეხვდა

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ცნობით, 25 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო საელჩოში, რომელიც დამასკოში მდებარეობს, შეხვედრა გაიმართა ბაგრატ ხუტაბასა და ომანის სასულთნოს მიერ სირიაში მივლენილ ელჩს – თურკი ბენ მაჰმუდ ალ-ბუსაიდს შორის. როგორც ვებ-გვერდი იუწყება, ომანელმა დიპლომატმა ხუტაბას მიულოცა საელჩოს გახსნა და აფხაზეთის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში …

“კონტაქტების დამყარების იმიტაცია” – თბილისი დე ფაქტო აფხაზეთის ელჩის შეხვედრებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის სირიაში, ბაგრატ ხუტაბას შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან არის საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია. “საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტის დადგენა, ბუნებრივია, დიდ დისკომფორტს უქმნის …

სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში უცხოელ დიპლომატებს ხვდება

სოხუმის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ბაგრატ ხუტაბა უცხოელ დიპლომატებსა და კომერციული ჯგუფების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს. ამ ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 16 მარტს, ხუტაბამ შეხვედრა გამართა პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სირიაში, საიდ მუჰამად ხანთან. მანამდე, 15 მარტს, იგი შეხვდა იემენის ჰუსიტური მთავრობის ელჩს სირიაში აბდულა ალი საბრის, კიდევ უფრო ადრე კი, ირან-სირიის …

“არაბული გაზაფხულის” ოცნებები 10 წლის შემდეგ

2011 წლის იანვარში, ტუნისის პატარა ქალაქში, 26 წლის გარემოვაჭრემ, მუჰამად ბუაზიზიმ, თავი დაიწვა. ამ ფორმით მუჰამადმა თავისი საკუთრების კონფისკაცია და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მხრიდან შეურაცხყოფა გააპროტესტა. იმ დროს ჯერ არავინ იცოდა, რომ ტრაგიკული ინციდენტით გაბრაზებული ტუნისელები თანამდებობიდან გადადგომას და გაქცევას აიძულებდნენ დიქტატორ ბინ ალის, საპროტესტო ტალღა კი, რომელიც სხვა არაბულ ქვეყნებსაც მოედებოდა, სამუდამოდ შეცვლიდა პოლიტიკურ ვითარებას …

ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს 52 სირიელი მებრძოლი დაიღუპა – WaPo

„როიტერსის“ და „გარდიანის“ შემდეგ, ამერიკული გამოცემები, Washington Post და Wall Street Journal-იც იუწყებიან, რომ თურქეთის მხარდაჭერით სირიელი მეამბოხეები აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან ყარაბაღის კონფლიქტში. ბაქო და ანკარა ამ ცნობებს უარყოფენ. Washington Post-ის 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია სცენა, თუ როგორ ელიან სირია-თურქეთის საზღვარზე ნათესავები 52 სირიელი კაცის ცხედრების გადასვენებას სატვირთო მაცივრით; გამოცემის თანახმად, ნათესავები ამბობენ, რომ ეს …

“თქვენი დაცვა არ გვჭირდება” – პროტესტი რუს სამხედროებს სირიის სოფლებში

სირიაში, დიდწილად ეთნიკური ქურთებით დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთ წერტილში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ადგილობრივთა მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებიან. გასული კვირის ბოლოს ასეთი შემთხვევა თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელში მოხდა, როცა იქ სამხედრო ბანაკის მოსაწყობად შესულ რუს სამხედროებს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მათი თქმით, მოსკოვის გარეშეც დაცულად გრძნობენ თავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 11 ჯავშანმანქანისგან შემდგარი კოლონა სირიის …

პრეზიდენტი გმობს დამასკოში აფხაზეთის დე ფაქტო საელჩოს გახსნას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირიაში „აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა“ საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა. სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო, რის შემდეგაც საქართველომ შეწყვიტა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები. 2020 წლის 6 ოქტომბერს კი დამასკოში აფხაზეთის დე ფაქტო საელჩო გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ამბავს ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა: „აფხაზეთის …

სირიაში აფხაზეთის საელჩო იხსნება

სირიის არაბულ რესპუბლიკაში, დამასკოში, აფხაზეთის საელჩოს გახსნა ხვალ, 6 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, აფხაზური დელეგაცია უკვე ჩავიდა სირიაში. დელეგაციაში შედიან აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. ასევე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და აფხაზური ბანკის, “ამრა ბანკის” ხელმძღვანელები. აღნიშნულ საკითხზე განცხადება …

პუტინი და ერდოღანი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ მათ, მოსკოვში, ექვსსაათიაინი შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 6 მარტს, ადგილობრივი დროით შუაღამისას შევა. გარდა ამისა, რუსეთი და თურქეთი გზატკეცილ M-4-დან ჩრდილოეთით და სამხრეთით, ექვსი კილომეტრის რადიუსში, უსაფრთხოების კორიდორს შექმნიანი და მის …

საბერძნეთის საზღვართან 4 წლის მიგრანტი ბავშვი დაიღუპა

საბერძნეთის საზღვართან, კუნძულ ლესბოსთან, 4 წლის სირიელი მიგრანტი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ათასობით მიგრანტს გზა გაუხსნა ევროპისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. საბერძნეთის პოლიციაში „გარდიანის“ წყაროს თქმით, გასაბერი ნავი, რომლითაც ბავშვი 50-მდე ადამიანთან ერთად მგზავრობდა, სპეციალურად გაჭრეს, რათა ეძულებინათ ბერძნული მხარე, სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა. ლტოლვილების დიდი ნაკადი თურქეთის გავლით საბერძნეთისკენ მას შემდეგ დაიძრა, რაც …

ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას – სტოლტენბერგი იდლიბში თავდასხმის შემდეგ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ ალიანსი სოლიდარობიას უცხადებს თურქეთს სირიაში განვითარებული მოვლენების გამო და გმობს „სირიის რეჟიმის და რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში“. საბჭოს შეკრება რამდენიმე საათის წინ თურქეთმა მოითხოვა სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე. თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ იდლიბში, რომელიც სირიული ოპოზიციის „უკანასკნელ ბასტიონად“ ითვლება, საჰაერო თავდასხმას თურქეთის, …

საქართველო თურქეთს სოლიდარობას უცხადებს იდლიბში თავდასხმის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სირიაში, იდლიბში ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების გამო საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკას. თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ იდლიბში, რომელიც სირიული ოპოზიციის „უკანასკნელ ბასტიონად“ ითვლება, საჰაერო თავდასხმას თურქეთის, სულ მცირე, 29 ჯარისკაცი ემსხვერპლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, დღეს სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის …

თურქეთმა სირიის საკითხზე ნატოს საბჭო მოიწვია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა გამოაცხადა, რომ თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ჩაინიშნა. ჩრდილოატლანტიკური საბჭო (იგივე ნატოს საბჭო) ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, რომლის სხდომებსაც გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღესვე, 28 თებერვალს ჩაინიშნა. საბჭოს ნატოს 29-ვე წევრი სახელმწიფო ესწრება ხოლმე. საბჭოს შეკრება თურქეთმა მოითხოვა სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე. თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ …

სირიაში 33 თურქი ჯარისკაცი ასადის ძალების იერიშის შედეგად დაიღუპა

მინიმუმ 33 თურქი სამხედრო დაიღუპა სირიაში, იდლიბის პროვინციაში ბაშარ ასადის ერთგული ძალების ავიაიერიშის შემდეგ, აცხადებს თურქეთის ჰათაის პროვინციის გუბერნატორი რაჰმი დოგაი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. გარდა ამისა, დოგანის განცხადებით, იერიშის შედეგად დაშავბულია 35 სამხედრო, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე, საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორის, ფაჰრეთინ ალთუნის თქმით, მომხდარის გამო პრეზიდენტის სასახლეში რეჯეფ თაიფ ერდოღანი უშიშროების საბჭოს …

სირია: იდლიბზე თავდასხმისას თურქეთის 29 ჯარისკაცი მოკლეს

თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ იდლიბში, რომელიც სირიული ოპოზიციის „უკანასკნელ ბასტიონად“ ითვლება, საჰაერო თავდასხმას თურქეთის, სულ მცირე, 29 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თურქული მხარის თანახმადვე, თავდასხმა „სირიის [ბაშარ ალ ასადის] რეჟიმმა“ განახორციელა. თურქეთის ჰათაის პროვინციის გუბერნატორის, რაჰმი დოღანის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. არაოფიციალური ცნობები მსხვერპლთა უფრო დიდ რაოდენობას უჩვენებს. თურქული მედიის ცნობით, თურქეთის არმიამ საპასუხოდ სირიის ხელისუფლების პოზიციებს შეუტია. …

სირიელი მამა შვილს დაბომბვისას შიშის დასამარცხებლად სიცილით ეთამაშება [ვიდეო]

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, სადაც ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ტრავმატული გამოცდილების თავიდან აცილების მიზნით აბდულა ალ-მუჰამედმა “თამაში” გამოიგონა, რითიც ცდილობს თავისი სამი წლის შვილი სალვა ჭურვებისა და სროლის ხმის დროს გააცინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს. ვიდეო აბდულა ალ-მუჰამედმა სოციალურ ქსელებში თვითონ გამოაქვეყნა. აბდულა ალ-მუჰამედის თქმით, შვილს დაბომბვის დროს სიცილი სპეციალურად ასწავლა, რათა თავიდან …

სირიამ თურქეთთან დაპირისპირების ფონზე სომეხთა გენოციდი აღიარა

სირიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა I მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარებას. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო, — იმის ფონზე, რომ სირიასა და თურქეთს შორის ჩრდილოეთ სირიაში დაძაბულობა მატულობს. სირიული პარლამენტის, სახალხო კრების დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, პარლამენტი მთლიანად დაკომპლექტებულია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობის მხარდამჭერებისგან. …

ერდოღანი ასადს საპასუხო შეტევით დაემუქრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ბაშარ ასადს პირდაპირი სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სირიაში მიმდინარე კონფლიქტში თურქი ჯარისკაცები კიდევ დაზარალდებიან. საბრძოლო მოქმედებები სირიული და თურქული ძალების მონაწილეობით ამჟამად პროვინცია იდლიბში მიმდინარეობს, სადაც ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები არიან განლაგებულნი. ბოლო დროს განვითარებულ კონფლიქტში დაიღუპნენ სამხედროები ორივე მხრიდან, აგრეთვე, 380 სამოქალაქო პირი. 700 000-მა მოქალაქემ პროვინცია …

სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

უკანასკნელ პერიოდში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყო. ორივე ქვეყნის სამხედროები სირიაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ – რუსეთი მხარს ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების მხარესაა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში განთავსებულ თურქულ ჯარზე იერიში მიიტანეს. საპასუხო ოპერაციისას თურქეთმა რუსეთს მოუწოდა, ნუ გადაეღობება გზაზე, …

ჩვენ არ გავალთ სირიიდან, სანამ სხვა ქვეყნები არ დატოვებენ მას – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის არ აპირებს სირიიდან ჯარების გამოყვანას, სანამ სხვა ქვეყნებიც არ დატოვებენ სირიის ტერიტორიას. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი არ დატოვებს სირიის ტერიოტრიებს, სანამ უკანასკნელი ტერორისტები არ გავლენ რეგიონიდან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. თურქეთმა სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ სირიაში ოქტომბერში დაიწყო. აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების შემდეგ, თურქეთმა ქურთების …

ტრამპმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის სიკვდილი დაადასტურა

აშშ-ის ძალებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც მოკლეს ე.წ “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციის დროს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ბაღდადისთან ერთად ლიკვიდირებულნი არიან სხვა ტერორისტებიც. ტრამპის თქმით, ბაღდადიმ თავის სამ შვილთან ერთად თავი აიფეთქა, ხოლო დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ლიკვიდირებული ტერორისტი მართლაც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერია. “ბაღდადის ლიკვიდაცია დემონსტრირებს აშშ-ის სურვილს, …

აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში გაიგზავნოს – ლუკ კოფის ინიციატივა

ანალიტიკოსი ლუკ კოფი, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე წერს: „შემოთავაზება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ. ისინი გახდებიან „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, თუკი ის ხელახლა მოიკრებს ძალას. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 460 მილით (740 კმ-ით) არის დაშორებული რაქალ რაყას. ახლა …

„ქურთები ბედნიერები არიან, თურქეთი ბედნიერია, აშშ ბედნიერია“ – ტრამპი თურქეთთან მოლაპარაკების შემდეგ

დონალდ ტრამპი თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დროებით შეჩერებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს დიდებული დღეა ცივილიზაციისთვის“. ტრამპის საუბარს ABC News ავრცელებს. ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას 120 საათით, ანუ 5 დღით შეაჩერებდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღება მისთვის მოულოდნელი …

აშშ აცხადებს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლს დროებით შეწყვეტს

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ თურქეთი თანახმაა, ჩრდილოეთ სირიაში დროებით შეწყვიტოს ცეცხლი და ქურთების ძალებს უკან დახევის საშუალება მისცეს, — იუწყება BBC. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას 120 საათით შეაჩერებს და დროებით ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადებს. აქამდე …

Exit mobile version