მოსახლეობის აქცია ნაწილობრივ ჰესების მშენებლობას უკავშირდება – ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველი ხაიშში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ქორიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, მოსახლეობის პროტესტი ნაწილობრივ უკავშირდება ჰესების მშენებლობასაც. როგორც ის ამბობს, ბოლო პერიოდში სვანეთსა და რაჭაში მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ჰესების მშენებლობას. დღევანდელი სპეცრაზმის გამოჩენა კი მოსახლეობამ პროტესტის ჩახშობის მცდელობად მიიღო. “ოფიციალური ინფორმაცია ასეთია: სამართალდამცველები იქ შევიდნენ იმიტომ, რომ ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრა იწვევს …

“რბილი მიდგომა გვაქვს, რადგან შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ” – სუბარი სვანეთზე

“ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა გვაქვს, ესაა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ არსებობს და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში”, – ეს კომენტარი დღეს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სოზარ სუბარმა სვანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა. რეგიონული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრას მასშტაბური ხასიათი აქვს და სწორედ ამ …

ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა საგამოძიებო ღონისძიებებში ხელს გვიშლის – ფინანსური პოლიცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათი თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში: “ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება …

პრემიერი: შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში

“მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქვეყნის მასშტაბით 15 პირის დაკავებას, რომლებსაც ბრალად ედებათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საქმიანობისთვის ხელის დაფარების გამო დაისჯება ყველა, იმის მიუხედავად, თუ რა თანამდებობას იკავებენ ისინი: „მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპული ვიქნებით ამ უკანონობასთან …

პოლიციამ ჭუბერელს იარაღი მიაბჯინა შუბლზე… გადავრჩით სისხლისღვრას – ზურაბ ნიჟარაძე

ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებლი და აქტივისტი, ზურაბ ნიჟარაძე ნეტგაზეთთან საუბრობს დღეს, 26 ივლისს, სვანეთის სოფლებში განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც ფინანსური პოლიცია ხე-ტყის უკანონო მოპოვების აღკვეთის მოტივით შევიდა. ზურაბ ნიჟარაძის ინფორმაციით, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და შუბლზე მიაბჯინა ადგილობრივს: “ამაზე განერვიულდა იქ ყველა და კიდევ კარგი, ისევ ადგილობრივს დახმარებით გაარიდეს ის იქიდან… საბედნიეროდ, არაფერი …

სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა – დაპირისპირება ხაიშსა და ჭუბერში

დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაგვიდასტურეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიცხადეს, რომ გამოვლენილია ხე-ტყის მასშტაბური …

თეთნულდზე დაკარგულ უკრაინელ ტურისტამდე მაშველები მეორე დღეა ვერ მიდიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მეორე დღეა მაშველები ვერ ახერხებენტურიდტთან მისვლას, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო. ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. სამაშველო სამუშაოებში გუშინ ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. სამთო-მაშველებმა თეთნულდზე ჩარჩენილი ერთი უკრაინელი ტურისტის მთის ფერდობიდან ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლეს, …

ვიდეო ▶ თეთნულდზე მაშველები ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ

მესტიაში, თეთნულდზე, სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა უკვე დაადგინეს, ​თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.

მესტიის საკრებულოს წევრის თქმით, ჭუბერში ევაკუაცია გამოცხადდა

მესტიის საკრებულოს წევრის, ზაზა ვიბლიანის თქმით, ჭუბერში ევაკუაცია გმაოცხადდა. ეს ინფორმაცია დეპუტატმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიაწოდა. მისი თქმით, ხეობის ზედა სოფლებიდან მოსახლეობა იუწყება, რომ სტიქიის განმეორების საშიშროება არსებობს: “მეორე ტალღა უნდა წამოვიდესო, როგორც გვეუბნებიან ზევიდან, და ხალხის ევაკუაციას ვახდენთ, საფრთხის წინაშე რომ არ დადგნენ. თემის ზედა სოფლებში მოსახლეობაა, რომლებიც გვირეკავენ და გვეუბნებიან, ნაპირს მოვაშოროთ ხალხი. სამაშველო …

რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ამ დროისთვის არსებულ ყველა ინფორმაციას, რაც სტიქიის შესახებაა ცნობილი. მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ განაპირობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ გამოიწვია. “ნეტგაზეთი” ადგილობრივებსაც ესაუბრა. როგორც ხატია მაღლაფერიძე ამბობს, ძლიერი წვიმა ჭუბერში გუშინ დაიწყო. მდინარე კი დღეს, 7 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ადიდდა. ადიდებულმა …

თიბისი ბანკის მხარდაჭერით სვანეთში გამოფენა „MAGNUM PHOTO 70 – ქართული დღიური’’ ჩატარდება

19 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და მუზეუმებისსაერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას “MAGNUM Photo 70 – ქართული დღიური: რობერტ კაპა1947,  თომას დვორჟაკი 2017”. გამოფენის ოფიციალური წარმდგენია თიბისი ბანკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, და Magnum Photos. 2017 წელს ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება …

თბილისში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, მოქალაქეები საქართველოში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მსგავსი პროექტები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს ბუნებრივ გარემოს, ისე კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკურ პოტენციალს. აქციას აქტივისტები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის სვანეთიდან და რაჭიდან უერთდებიან. პარლამენტთან ასევე იმყოფებიან  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,  გარემოსდამცველი ორგანიზაციები და სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრები. სალომე ცისკარიშვილი ონიდანაა. როგორც ამბობს, რაჭას …

აქცია სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ [ვიდეო]

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, სვანეთში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მესტიის მუნიციპალიტეტში მესტია-ჭალა ჰესისა და ნენსკრა ჰესის აშენება მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნის. როგორც ისინი ამბობენ, ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტებიც მიიწვიეს, რომლებმაც სიტუაცია შეისწავლეს და თქვეს, რომ ამ ტერიტორიებზე ჰესების აშენება მიზანშეწონილი არ არის: “აღშფოთებულია იქაური მოსახლეობა. არავის სურს დარიალის მსგავსად მსხვერპლი ვიხილოთ. ნენსკრა …

გაიცანით 8 თვის ორსული ქალი, რომელმაც ჰესის ასაშენებლად მესტიაში ტექნიკა არ გაატარა

რვა თვის ორსული ქალი, რომელმაც სვანეთში ჰესების ასაშენებლად მიმავალი მძიმე ტექნიკა საავტომობილო გზაზე რამდენიმესაათიანი დაწოლით შეაჩერა, 34 წლის მაგდა გულედანია. მაგდა 10 წლის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავდაცვით კომპანიაში მუშაობდა, ხოლო საქართველოში გასულ წელს დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო აქტივიზმში. ისრაელიდან მესტიამდე მაგდა გულედანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. დედის მხრიდან მისი ბებია წარმოშობით ებრაელი …

ჰესების წინააღმდეგ აქცია თბილისში დასრულდა, მომდევნო აქციისთვის ჭუბერში ემზადებიან

დღეს, 14 მარტს, დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქცია იმ პირობით დაიშალა, რომ 21 აპრილს მესტიის სოფელ ჭუბერში დიდი აქცია გაიმართება, სადაც ნენსკრაჰესის აშენებას გააპროტესტებენ. ჭუბერის მცხოვრებმა მანანა საღლიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სვანები მხოლოდ საპროტესტო აქციების გამართვას არ დასჯერდებიან. თუ სამშენებლო სამუშაოები განახლდება, ჭუბერში გზას გადაკეტავენ და მშენებელი კომპანიის ავტომობილებს არ შეუშვებენ. “ეს გზა …

დიდი ჰესების მშენებლობის წინაღმდეგ თბილისში აქცია იმართება

დღეს, 14 მარტს, თავისუფლების მოედანზე დიდი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდ აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა შეკრება “აზიის განვითარების” ბანკის ოფისთან 13:00 საათიდან დაიწყეს. აქციის  “არა საქართველოს დატბორვას! არა ჰესომანიას!” მონაწილეები აპირებენ გამართონ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის შენობისკენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აპროტესტებენ სვანეთში და რაჭაში იმ ჰესების მშენებლობას, რომლებიც გარემოსა და ადგილობრივ მცხოვრებლებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. …

სვანეთი ჰიდრო ჰესებს-მესტიაჭალა ერთსა და ორს, წამყვან ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად აშენებს

კომპანია ,,სვანეთი ჰიდრო“ დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესებს, მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2,  თანამედროვე ტექნოლოგიური  სტანდარტების  სრული დაცვით აშენებს. მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი მსოფლიოში  აღიარებულია, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე. „სვანეთი ჰიდრო“ ჰესის მშენებლობას დიდი გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს, რომელსაც 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ჰესი აქვს აშენებული, როგორც ევროპაში …

მშობლის მიერ რვა შვილის სახლში სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ სოცსააგენტო განცხადებას ავრცელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, რვა ბავშვი ჰყავს მშობელს სახლში ჩაკეტილი, სოციალური მომსახურების სააგენტო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დევნოზაშვილების ოჯახთან  სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს.  2010 წელს სააგენტოში ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოვიდა მომართვა სოფელ რცხმელურში მცხოვრები დევნოზაშვილების მრავალსულიანი ოჯახის შესახებ, რომ მშობლებს სასკოლო ასაკის არცერთი ბავშვი არ …

სვანეთში დაკარგულ გერმანელ ტურისტებს ეძებენ

გერმანელი მამა–შვილი, რომლებიც უშბის დაპყრობას აპირებდნენ, 1 აგვისტოს შემდეგ არავის უნახავს.  მათი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 8 აგვისტოს შევიდა 112–ში. გამგებლის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მამა–შვილის დაკარგვის შესახებ მათმა თანმხლებმა პირმა უამბო, რომელსაც 3 დღეში ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ტურისტებთან. მესტიის გამგებელი, კახა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გუშინ დილიდან მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო მოქმედებები, თუმცა გერმანელი მამა–შვილის არანაირი კვალი გამოჩენილა. …

2.42 სმ თოვლის საფარი ხულოში და ზვავსაშიში რეგიონები საქართველოში

21 დეკემბრის მონაცემებით, თოვლის ყველაზე მაღალი საფარი, 2 მეტრი და 42 სმ, ხულოს რაიონშია. რაიონის გამგებელი ამბობს, რომ ბოლო 16 დღის მანძილზე დაახლოებით 5 შემთხვევა იყო, როდესაც ზვავი ან მეწყერი ჩამოწვა, რაონში საგანგებო ვითარებაა, თუმცა განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ჰქონია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ცნობით, ხულოს გარდა, საქართველოს სხვა რაიონებსა …

იურისტების შეფასებით, სვანეთში “მობოდიშების ჩანაწერი” დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

სვანეთში, მესტიის კოშკების ფონზე, ახალგაზრდა კაცმა შიშველი ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, რის გამოც რამდენიმე ადგილობრივმა მას ბოდიში მოახდევინა და ამის ამსახველი ჩანაწერი ფეისბუკზეც განათავსეს. ერთ–ერთი  ადგილობრივი, რომელიც მესტიაში გაშიშვლებულ კაცს “ტრადიციების შეურაცხყოფისთვის” ბოდიშს ახდევინებს, იმუქრება, რომ ამის შემდეგ ყველამ უნდა გაითვალისწინოს მისი რეაგირება და მსგავსი საქციელი სვანეთში აღარ გაიმეოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ლაპარაკით აღარ შემოიფარგლება”. “ამის შემდეგ …

მესტიაში დაკარგულ ყაზახ ტურისტს ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, სვანეთში დაკარგული ყაზახი ტურისტის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მათი ინფორმაციით, ტურისტი მესტიაში 2 აგვისტოს დაიკარგა. როგორც სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, პიროვნების დაკარგვის შესახებ შეტყობინება მისი დაკარგვის დღესვე შევიდა, რის მერეც სამძებრო სამუშაოები არ შეჩერებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ დაკარგულ ტურისტს არ იპოვიან.

სამეგრელო-ზემო სვანეთში გაუჩინარებულ გერმანიის მოქალაქეს 8 დღეა ეძებენ

65 წლის სერგეი სმისლოვი, გერმანიის მოქალაქე, რომელიც სამი წელია საქართველოში ცხოვრობს, უკვე რვა დღეა, გაუჩინარებულია. შსს-ს ცნობით, მის საპოვნელად “ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს”. მას 276-ე მუხლით ეძებენ – რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გერმანიის მოქალაქე სერგეი სმისლოვი 12 ივლისს, საღამოს გაუჩინარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ის მესტიაში კომპანია “ეპტისას” წარმომადგენელი იყო და სამი წლის …

Exit mobile version