სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: კონფლიქტის ზონაში 9 ადამიანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტში 9 ადამიანი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. “9 პირია დაკავებული ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით,”- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში და აღნიშნეს, რომ დაკავება “საოკუპაციო ძალების” მიერ მოხდა. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

სუს-მა ურანის უკანონო გასაღების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ქობულეთში ბირთვული მასალის – რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. “აღნიშნული პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით ქობულეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ. ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული …

ეკა გიგაური: სუს-ს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, უკონტროლოდ უთვათვალოს და მოუსმინოს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურს უნდა გამოეყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი დეპარტამენტი, ე.წ. ოტო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს. მისი განცხადებით, ე.წ ოტო არ უნდა ექვემდებარებოდეს უწყებას, რომლის ინტერესებშიც მოქლაქეთა თვალთვალი შედის. ეს განცხადება ეკა გიგაურმა “ჰოლიდეი ინში”, კამპანიის “ეს შენ გეხება” მიერ ორგანიზებულ საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. …

NGO-ები: სუს-მა აუდიტორია 115-ის წევრებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევა უნდა დაიწყოს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს მიმართვას, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შსს-ს მოუწოდებს, რომ დაიწყოს მოკვლევა თსუ-ში დაარსებული სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ზეწოლის შესახებ. ნეტგაზეთთან 19 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათივე თანამშრომლები სტუდენტებზე ან ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახდენდნენ, თუმცა არ განუმარტავთ, იყო თუ არა ამ საკითხზე დაწყებული …

სუს-ი ზეწოლის შესახებ აუდტორია #115-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს სტუდენტების ჯგუფის, აუდიტორია #115-ის მიერ გუშინ, 18 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სტუდენტებზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუ აქვთ ინფორმაცია და კონკრეტული ფაქტები, უნდა მიმართონ საგამოძიებო უწყებას”, – უთხრეს ნეტგაზეთს სუს-ის პრესსამსახურში. უწყებაში არ პასუხობენ შეკითხვას, ზეწოლის არარსებობის ფაქტი რაიმე სახის შიდა …

სუს-მა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ბრალდებით 6 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ბრალდებით 6 პირია დაკავებული. “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ …

რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე სუს-ში მეგის ქარდავასთვის ბრალის წარდგენას ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 7 აპრილს გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და 8 აპრილს ბრალდებულის …

მთავარი პროკურორის გადადგომა და რეფორმები – რას მოითხოვს “ეს შენ გეხება” სახელმწიფოსგან?

კამპანიაში “ეს შენ გეხება” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად. გამოქვეყნებულ განცხადებაში “ეს შენ გეხება” მოითხოვს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლიობა აიღოს და დატოვოს თანამდებობა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ; მოსმენებისა და ინტერნეტ-მონიტორინგის გასაღები გადაეცეს ახლად შექმნილ და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ დამოუკიდებელ ორგანოს; განხრციელდეს სუს-ის რეფორმა და შეიქმნას …

სუს: ერაყსა და სირიაში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქეა

“დღეის მდგომარეობით, ერაყსა და სირიაში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება” – ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც 29 მარტს პარლამენტში წარადგინეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას აღნიშნული პირების შესახებ  და მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში გაატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს,”- წერია ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარშის ერთი თავი ტერორიზმს ეთმობა და …

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა: გაუქმდეს სუსი და ოდეერების ინსტიტუტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით – “პირადი თავისუფლების აქტი”, რომელიც ფარულ მიყურადებასა და ვიდეოთვალთვალს ეხება. ეს ინიციატივა დღეს ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გააცნო. ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინიციატივას უცვლელად გთავაზობთ: “პირადი თავისუფლების აქტი ოთხი პრინციპისგან შედგება: 1. გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სუსი (ყოფილი კუდი) მხოლოდ კონტრდაზვერვითი, ანტიტერორისტული და ექსტრემისტული დანაშულის ბრძოლის მიზნით უნდა შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების …

სუს–მა თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ბრალდებით სამი პირი – 36 წლის მირიან ბ, 45 წლის კონსტანტინე ბ. და 40 წლის იოსებ ჩ. დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ეს პირები თბილისში, რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137 – ის გასხვისებას 100 000 აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ამოღებულია რადიოაქტიული ნივთიერება …

სუს–ის ხელმძღვანელს თანამშრომლებისთვის ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება ექნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ექნება უფლება თანამშრომლებს ჯილდოდ იარაღი გადასცეს. “განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც აქვთ უფლება ჯილდოდ იარაღის გადაცემისა. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,”– განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მთავრობის დადგენილება სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო …

ელისაშვილის ინფორმაციით, სუს-ში მის წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებენ

“ყველაფრისთვის მზად ვარ. ვხედავ, რომ მთელი სახელმწიფო ამხედრდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ნაბიჯს არ დავიხევ უკან. დღეს ვერ დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, 5 წლის შემდეგ გავაკეთებ ამას”, – ეს განცხადება საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით გააკეთა რუსთავი 2-ის ეთერში. ელისაშვილის თქმით, მას არც დაპატიმრების ეშინია, რადგან იცის, რომ სიმართლეს ადრე თუ გვიან დაამტკიცებს იმის …

Exit mobile version