ასპინძის მოქმედი გამგებლის, ლევან ცაბაძის თქმით, გამგეობის შვიდმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის გამო დატოვა. ცაბაძე, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია, ამის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მის მიერ დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას ასახელებს. მისი თქმით, ყველა მათგანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 13-დან 15 ოქტომბრამდე პერიოდში დაწერა, პირად საუბრებში კი დაადასტურეს, რომ გადაწყვეტილება ზეწოლის შემდეგ მიიღეს. …
Tag Archives: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის უფროსები მუხთარლის საქმის გამო დაითხოვეს
ნებისმეირ შემთხვევაში საზღვრის კვეთა მოხდა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, – ასე ახსნა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლება. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თვენახევრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით …
სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა, მუხმადი ბაღაკაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა. მუხმადი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა, ხოლო საქართველოში მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სირიაში წასვლამდე ბაღაკაშვილი ოჯახთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში ცხოვრობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 25 წლის მუხმადის გარდაცვალების შესახებ ოჯახმა ინფორმაცია …
Continue reading “სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა”
რესპუბლიკელები გომელაურის, მღებრიშვილისა და ჯეჯელავას გადადგომას მოითხოვენ
აფგან მუხთარლის საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებისა და მმართველი გუნდის წევრთა გუშინდელი განცხადებების გამო, რესპუბლიკური პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს. რესბუპლიკელების ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებით და ხელისუფლების ქმედებებით, რომელ ვერსიაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, პირველ რიგში, შეილახა საქართველოს იმიჯი: “გარდა ამისა, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახლა, ადამიანი გავწირეთ …
Continue reading “რესპუბლიკელები გომელაურის, მღებრიშვილისა და ჯეჯელავას გადადგომას მოითხოვენ”
ვახტანგ გომელაური: ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, რომ ჰქონდეს რაიმე ქონება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიმართ არსებულ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ საკითხს პროკურატურა სწავლობს. გომელაურის თქმით, ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, რაიმე ქონებას ფლობდეს და გოგაშვილის ქონებით დაინტერესებულ პირებს ურჩია მის მიერ შევსებული დეკლარაცია წაიკითხონ, სადაც ყველა კითხვაზე იპოვიან პასუხს: “ამაზე მიმართეს პროკურატურას, როგორც ცნობილია ყველასთვის. დაიწყეს მოკვლევა. თუ რამე …
Continue reading “ვახტანგ გომელაური: ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, რომ ჰქონდეს რაიმე ქონება”
დაიხურა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სუს-ის ანგარიშს უსმენენ
დეპუტატების გადაწყვეტილებით, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშს უსმენდნენ, დაიხურა. იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებს სხდომის დახურვის წინადადებით მიმართა, რასაც მხარი დაუჭირეს. “იმისათვის, რომ ჩვენ საფუძვლიანად ჩავიხედოთ და გავაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები და ასევე ვიმსჯელოთ, შემდგომში …
Continue reading “დაიხურა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სუს-ის ანგარიშს უსმენენ”
რუსული რბილი ძალა, ჯაშუშები, ტერორიზმის დაფინანსება – სუს-ის ანგარიში პარლამენტში
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში შევიდა. ანგარიში სუს-ის კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას, კონფლიქტის ზონიდან ადამიანების გატაცებას და სხვა საკითხებს ეხება. ანგარიშის თანახმად, უწყებაში 3764 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 549 ქალია (14,6%). ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანების გატაცება ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა. “ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დიდი …
Continue reading “რუსული რბილი ძალა, ჯაშუშები, ტერორიზმის დაფინანსება – სუს-ის ანგარიში პარლამენტში”
ფარული მოსმენების კანონის წინააღმდეგ სასამართლოში 300 მოქალაქის სარჩელი შევა
კამპანია “ეს შენ გეხებას” ცნობით, მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად მათ 300-მა მოქალაქემ მიმართა. სარჩელების მიღების ვადა დღეს, 6 აპრილს ამოიწურა. მოქალაქეები მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს კანონი, რომლის თანახმადაც, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, ანუ, ის ორგანო, რომელიც დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებითა და დამუშავებით. “ეს შენ გეხებას” განცხადებით, …
Continue reading “ფარული მოსმენების კანონის წინააღმდეგ სასამართლოში 300 მოქალაქის სარჩელი შევა”
მოქალაქეებს ფარული მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები შეაქვთ [ფოტო]
ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში მოქალაქეებს ფარული მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელები მიაქვთ. ამის შესაძლებლობა მათ კამპანია “ეს შენ გეხებამ” მისცა – სარჩელის ფორმის ჩამოტირთვა და შევსება მათი ვებ-გვერდიდან დღეს, 6 აპრილამდე, 17:00 საათამდე არის შესაძლებელი. ფონდის ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სარჩელით მოითხოვენ, რომ არსებითი განხილვის გარეშე, დასაშვებობის ეტაპზევე, გამწესრიგებელ …
ფარული მოსმენების კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ
დღეს, 6 აპრილს, საკონსტიტუციო სასაართლოში გაასაჩივრებენ მოსმენების კანონმდებლობას, რომლის თანახამდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში ფარული მოსმენების განსახორციელებლად სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უნდა შეიქმნას. სარჩელი შეაქვთ სახალხო დამცველს, რესპუბლიკურ პარტიას და “ეს შენ გეხებას”. “ეს შენ გეხებამ” ასევე საშუალება მისცა ყველა მოქალაქეს, რომ დარეგისტრირდნენ და თავადაც გაასაჩივრონ მოსმენების არსებული კანონმდებლობა. თუ სულ რამდენი მოქალაქე შეუერთდა სარჩელს, სავარაუდოდ, …
Continue reading “ფარული მოსმენების კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ”
სუს-ი: ცხინვალში გიორგი გიუნაშვილს 20-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა. სუს-ი ამ ფაქტს უკანონობად აფასებს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება”, ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები”, არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის …
Continue reading “სუს-ი: ცხინვალში გიორგი გიუნაშვილს 20-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს”
გოცირიძე: გასაღების სუს-ში დატოვებით არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საიას იურისტი, კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ თუკი ფარული მოსმენების გასაღები სუს-ში შექმნილ სსიპ-ში დარჩება, ამით არ შესრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. დღეს, 20 იანვარს, პარლამეტში მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში დახურულ სხდომაზე მსჯელობდნენ. პარლამენტმა არასამთავრობოებს კანონპროექტი სწორედ ამ შეხვედრაზე გააცნო. შეხვედრის შემდეგ ადამიანის უფლებათა კომიტეტის …
სუს: სატყეო სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის ტყიბულის უბნის უფროსი დ. მ. დააკავეს. “დ. მ. მოქალაქეს დაჰპირდა დახმარებას ერთი ხე-ტყის დამზადების ბილეთით ტყეკაფიდან ორი მანქანა შეშის გატანაში, ასევე დაჰპირდა ყოველგვარი პრობლემების არიდებას და სრულ თავისუფლებას სეზონზე ტყეკაფში მუშაობისას. აღნიშნულის სანაცვლოდ დავით მოსიაშვილმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი, …
Continue reading “სუს: სატყეო სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეთ”
ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და პარტიების ხედვები
დღეს, 16 სექტემბერს სასტუმრო “ქორთიად მერიოტში” კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის” ორგანიზებით პოლიტიკური დებატები გაიმართა უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე. დებატებში მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მიიღეს და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის განვითარებასა და რეფორმირებაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. დებატები სამი ძირითადი მიმართულებით განვითარდა. მათ შორის: ეროვნული უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და დემოკრატიული კონტროლის საკითხები; შინაგან საქმეთა …
Continue reading “ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და პარტიების ხედვები”
სუსი გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან კავშირს უარყოფს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის მოპოვებასთან და გავრცელებასთან კავშირს უარყოფს – ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. “აღშნული ბრალდება არის უსაფუძვლო, სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გარვრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა ის მოპოვებული და გავრცელებული, ამას დაადგენს გამოძიება. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სმაინისტრომ,”- …
Continue reading “სუსი გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან კავშირს უარყოფს”
უნდა დავადგინოთ, რა მიზნები ჰქონდა მოწინააღმდეგეს – ალასანია გაზსადენის შესაძლო აფეთქებაზე
საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა “ირაკლი ალასანიამ” 23 აგვისტოს კომენტარი გააკეთა გაზსადენზე შესაძლო ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. “ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშნველოვანი იყო, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ამგვარი დანაშაული. ერთი შეხედვით, როგორც იკვეთება, სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა” – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, ახლა, როცა დანაშაული აღკვეთილია, …
ადვოკატის ცნობით, გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულს თავის ქალა აქვს დაზიანებული
ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის, ბ. ბ-ს ადვოკატი და ნათესავი აცხადებენ, რომ ბრალდებული სასტიკად არის ნაცემი. მათივე განცხადებით, ბ. ბ. ამბობს, რომ იგი დაკავებისას სცემეს. ბ. ბ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს. ადვოკატის ცნობით, ბ. ბ-მ აღიარებითი ჩვენება მისცა. მას გამოძიება სსსკ-ს 323 პრიმა მუხლითა და 323-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. “ახლა ვიყავი …
გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ადამიანი დააკავა მილსადენზე ტერაქტის ჯგუფურად ორგანიზების, 1 – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და 1 – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. სუს-ის ცნობით, 5 ადამიანი დაკავებულია ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები საგურამოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთ-სომხეთის …
Continue reading “გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს”
ფეისბუკის მომხმარებლის მუქარისშემცველ პოსტზე სუს-მა გამოძიება დაიწყო
ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ წუხელ მუქარისშემცველი პოსტი გამოქვეყნდა – მან აფეთქებით გამოწვეული სოკოსებრი ღრუბლის ფოტო ატვირთა და მიუთითა, რომ თბილისში დღეს 12:30 საათზე ფოიერვერკი იქნებოდა. ნეტგაზეთი ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. უსაფრთხოების სამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. …
Continue reading “ფეისბუკის მომხმარებლის მუქარისშემცველ პოსტზე სუს-მა გამოძიება დაიწყო”
თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით მეყანწიშვილი დააკავა. სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს ქ. თბილისში 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 …
სუს: ხაშურის გამგებლის წარმომადგენელმა 2 000 ლარის ოდენობით ქრთამი აიღო
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წრომში დავით გოგალაძე დააკავეს. “დავით გოგალაძე მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის საჭირო პროცედურების დაჩქარებას და დროულად მოგვარებას, რის სანაცვლოდაც მას ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი,”- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …
Continue reading “სუს: ხაშურის გამგებლის წარმომადგენელმა 2 000 ლარის ოდენობით ქრთამი აიღო”
როგორ უნდა უპასუხონ ბირთვულ და ქიმიურ საფრთხეებს – მსოფლიო კონგრესი თბილისში
თბილისში 30 მაისს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი” გაიხსნა. კონგრესის გახსნაზე გამომსვლელებმა, მათ შორის, იან კელიმ აღნიშნეს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია ამ ტიპის საფრთხეებთან ბრძოლის კუთხით. ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესი, რომელზეც გამოიკვლევენ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებების ბრუნვის სამეცნიერო, ტექნიკურ, სამედიცნო და პოლიტიკურ მხარეებს, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. …
Continue reading “როგორ უნდა უპასუხონ ბირთვულ და ქიმიურ საფრთხეებს – მსოფლიო კონგრესი თბილისში”
“ეს შენ გეხებას” კანონპროექტების ინიცირებას ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე მოახდენენ
კამპანია “ეს შენ გეხებას” კანონპროექტების ინიცირებას დეპუტატები, შალვა შავგულიძე და ვახტანგ ხმალაძე მოახდენენ. ამის შესახებ “ეს შენ გეხებამ” 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც “ეს შენ გეხება” აცხადებს, სურდათ, რომ კამპანიის მიერ მომზადებული კანონპროექტები ასოცირებული არ ყოფილიყო რომელიმე ერთ პარტიასთან და მათი ინიცირება ყველა ფრაქციიდან თითო წევრს მოეხდინა. “ვინაიდან პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, კამპანიის მიერ მომზადებული ცვლილებების …
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ნაძალადევის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავა
სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი, ვასილ ბექაური დააკავა. ” ვასილ ბექაურმა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. 2016 წლის აპრილში ვასილ ბექაურმა ქრთამის სახით აიღო 1800 …