“საპარტნიორო ფონდი” კერძო სექტორისთვის ბიზნესპროექტების შეთავაზებას გეგმავს

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ფონდის საქმიანობის ფორმატი ფართოვდება. კერძოდ, თუ აქამდე “საპარტნიორო ფონდს” ბიზნესსექტორი სთავაზობდა პროექტებს, 2017 წლიდან ფონდი თავადაც შექმნის პროექტებს, რომელთა განხორციელებას ბიზნესს შესთავაზებს. “ბიზნესპროექტს  გვთავაზობდა ჩვენ კერძო სექტორი. ჩვენ ვიხილავდით, შევსულიყავით თუ არა ამ ბიზნესში. წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავადაც შევქმნათ ბიზნესპროექტები. ანუ ის სფეროები, რომლებიც ქვეყნისთვის არის აუცილებელი და ის …

მთავრობა: საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან

“დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება „საპარტნიორო ფონდის„ მიერ გასაფორმებელი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან”, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, “პირველად მოხდება საპარტნიორო ფონდის მიერ ინვესტირება საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, „საპარტნიორო ფონდი” კანადური საინვესტიციო ფონდ …

საგანელიძის პასუხი TI-ის: საპარტნიორო ფონდი ოფშორულ კომპანიებში ინვესტირებას არ აკეთებს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, სადაც TI ფონდს მოუწოდებს, არ ითანამშრომლონ ოფშორულ კომპანიებთან და გახადოს მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე. დავით საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდი იზიარებს TI-ის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს. თუმცა, როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, …

TI “საპარტნიორო ფონდს” მოუწოდებს, არ ითანამშრომლოს ოფშორულ კომპანიებთან

“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” მიიჩნევენ, რომ სახელწმიფო საინვესტიციო ფონდის, “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა მეტ გამჭვირვალეობას საჭიროებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, ფონდის ვებგვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ, რაც ამ დროისათვის ხელმისაწვდომი არ არის. ასევე, მოკვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები, რომლებთანაც ფონდი თანამშრომლობს, ხშირად ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, რის გამოც მათი მფლობელების ვინაობის დადგენა შეუძლებელია. ორგანიზაციაში აცხადებენ, …

“რაჭა, ჩემო სიყვარულო 2” – საპარტნიორო ფონდი ფილმის ახალ ვერსიას დააფინანსებს

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე “ბიზნესკონქტთან” საუბარში აცხადებს, ფონდი ბრიტანულ-სლოვაკურ საინვესტიციო ფონდ InfraPartners Management-თან ერთად ქართული ფილმის “რაჭა, ჩემო სიყვარულო” ახალი ვერსიის გადაღებას დააფინანსებს. “შევთანხმდით, რომ ჯანო კახიძის ბრწყინვალე მუსიკაზე დაწერილი ფილმის “რაჭა, ჩემო სიყვარულოს” 20 წლის შემდეგ, ახალი ვერსიის გადაღება დავაფინანსოთ. ამ თემაზე გვქონდა საუბარი და თითქმის შევთანხმდით კიდეც,” – აცხადებს საგანელიძე. საპარტნიორო …

საპარტნიორო ფონდში ჩინურ კომპანია Silk Road Investment-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, 18 იანვარს, ჩინეთის დელეგაციამ, კომპანია Silk Road Investment-ის აღმასრულებელი დირექტორის ძი მინლიუს ხელმძღვანელობით, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთნ შეხვედრა გამართა, სადაც განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. საპარტნიორო ფონდის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით კერამიკული ფილების საწარმოს, ქურთუკების სამკერვალოსა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკის შექმნის საკითხებს. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმები ერთობლივი საწარმოების შექმნის თაობაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის 2015 წლის ნოემბერში გაფორმდა. ჩინური …

საპარტნიორო ფონდი თბილისში სასტუმრო Park Inn-ის აშენებას გეგმავს

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ადგილობრივ კომპანია „ბლოკ ინვესტთან“ ერთად ფონდი სამვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს. Park Inn by Radisson-ის აშენება თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, სასტუმრო „თორის“ ადგილზე იგეგმება. მშენებლობის 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია. პროექტის თანახმად, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება, რომელიც მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს და ა.შ. …

Exit mobile version