10 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ბაქოს „თეთრი ქალაქი“ მოინახულეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალიევი თავად მართავდა ავტომობილს, რომლითაც ის და კადიროვი ბაქოს ქუჩების გავლით „თეთრ ქალაქში“ ჩავიდნენ.

ოფიციალური ცნობითვე, ალიევმა და კადიროვმა ერთობლივი სადილიც გამართეს. ფოტომასალას აზერბაიჯანული სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ.