სამხრეთ კავკასიის ამბები

მეჰრიბან ალიევას პრემია “2015 წლის ადამიანი” მიანიჭეს

2 მარტი, 2016 • 1486
მეჰრიბან ალიევას პრემია “2015 წლის ადამიანი” მიანიჭეს

Trend.az-ის ცნობით, აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტს, მილი მეჯლისის დეპუტატს, იუნესკოს კეთილი ნების ელჩს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცოლს, მეჰრიბან ალიევას კომპანია ANS-მა და აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ჩინგის მუსტაფაევის სახელობის ფონდმა პრემია “2015 წლის ადამიანი” მიანიჭეს.

მეჰრიბან ალიევასთვის პრემიის მინიჭების გადაწყვეტილება, როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ევროპული თამაშების – ბაქო-2015-ის უმაღლეს დონეზე ჩატარებაში მისი როლისთვის, მსოფლიოში აზერბაიჯანის დადებითი იმიჯის შექმნისა და პოპულარიზაციისთვის, ეროვნული კულტურის პოპულარიზაციისთვის, აზერბაიჯანის მულტიკულტურული გარემოს განვითარებაში წვლილისა და მდგრადი ქველმოქმედების საქმიანობისთვის მიიღეს.

მეჰრიბან ალიევას დიპლომთან ერთად ფულადი პრემიაც გადასცეს, რომელიც, trend.az-ის ცნობით, ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის დაუნის სინდრომის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ანგარიშზე გადაირიცხა.

კომპანია ANS აზერბაიჯანის ერთ-ერთი ტელეკომპანიაა, რომლის პრეზიდენტიც, ვაჰიდ მუსტაფაევი 2016 წლის იანვარში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე განცხადებას აკეთებდა.

მეჰრიბან ალიევა დაჯილდოებაზე; 2016 ფოტო: Trend.az

მეჰრიბან ალიევა დაჯილდოებაზე; 2016 ფოტო: Trend.az

bioli

მასალების გადაბეჭდვის წესი