სამხრეთ კავკასიის ამბები

“კაცების გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს”- ჰომოფობიური ინიციატივა სომხეთის პარლამენტში

27 თებერვალი, 2016 • 2200
“კაცების გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს”- ჰომოფობიური ინიციატივა სომხეთის პარლამენტში

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “ეროვნული კონგრესის” საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არამ მანუკიანმა 23 თებერვალს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ლამაზი არაა, როდესაც სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატები მისალმებისას ყოველდღე ერთმანეთს კოცნიან”.

დეპუტატის განცხადებით, ამ ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს. მისივე თქმით, ეს ტრადიცია სომხეთში საქართველოდან გავრცელდა:

“მაგალითისთვის, ჩვენს პარტიაში ბიჭებს ყოველდღე გადაკოცნა ავუკრძალე. იგივე ხდება უნივერიტეტებთან, ეს ლამაზი არაა! ასე ამგვარი კულტურის გავრცელება ხდება. ეს ტრადიცია საქართველოდან მოვიდა. იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს. იმავეს ნუ გააკეთბთ, ლამაზი არაა. ბავშვები გიყურებენ”, – განაცხადა არამ მანუკიანმა.

“newsarmenia”-ს ცნობით, ინიციატივაზე დეპუტატების რეაქციის გამო პარლამენტის ვიცესპიკერი ედუარდ შარმაზანოვი იძულებული გახდა კოლეგებისთვის მუშაობის გაგრძელებისკენ მოეწოდებინა. პარლამენტი 23 თებერვალს ომბუდსმენის კანდიდატურაზე მსჯელობდა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი