სამხრეთ კავკასიის ამბები

სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს დაინტერესებული პირები თანხებს სძალავენ

16 თებერვალი, 2016 • 1214
სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს დაინტერესებული პირები თანხებს სძალავენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც მკურნალობის მიზნით თბილისში, ან სხვა ქალაქებში ჩამოდიან, ადგილზე რამდენიმე ტიპის პრობლემა ექმნებათ.

სამინისტროს ცნობით, “სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციარს დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ დაინტერესებული პირები სძალავენ თანხებს მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროგრამით მომსახურეობა სრულიად უფასოა. საქართველოს ოფიციალური ზემოხსენებული სამინისტროსთვის მომართვის გარეშე არაერთ ბარიერს აწყდება ბენეფიციარი, რაც ართულებს საჭირო სამედიცინო მომსახურეობის დროულ მიღებას. შედეგად, ხშირად ხდება არასწორი გადასამართება სამედიცინო დაწესებულებებში, რაც შემდგომ აფერხებს ადექვატური მომსახურეობის ხარისხიან და დროულად მიღებას და სხვა”, – წერია განცხადებაში.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასო სამედიცინო დახმარებას სთავაზობს.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირმა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, აუცილებლად უნდა მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თან იქონიოს მოქალაქეობის, ან სხვა პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

პროცედურის მიხედვითვე, სამინისტრო მას შეურჩევს საჭირო სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად სათანადო კლინიკას და შემდგომშიც პატრონაჟს გაუწევს ბენეფიციარს.

საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარს შეუძლია დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე: 551 08 09 84.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი