სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი რუსეთთან სამხედრო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

11 თებერვალი, 2016 • 1213
ცხინვალი რუსეთთან სამხედრო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და ოსეთთან თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ივან ბოლტენკოვი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციის შორის საკავშირო ხელშეკრულებაზე დამატებითი შეთანხმებები გაფორმდება.

ბოლტენკოვი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. sputnik ossetia-ს ცნობით, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

“მხარეებმა სამხრეთ ოსეთს და რუსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხელმოწერილ სეკტორალური შეთანხმებების რეალიზაციის შესახებ ვისაუბრეთ და ასევე დავაზუსტეთ, რომ რამდენიმე ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია, ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში დარჩენილი სეკტორალური შეთანხმებებიც ხელმოწერილი იქნება”,- განაცხადა ბოლტენკოვმა

მისივე თქმით, უახლოეს მომავალაში დასრულდება იმ შეთანხმებაზე მუშაობა, რომლის მიხედვით სამხრეთ ოსეთის ჯარის ცალკეული სამხედრო შენაერთები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევა.

“იმას რომ უახლოეს დროში ჩვენ ამ ნიუანსებს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შევათანხმებთ, ჩემში ეჭვს არ იწვევს. ჩვენი ქვეყნების დაახლოვების ვექტორი იმდენად ძლიერია, რომ მასთან კამათი არაპროდუქტიული იქნება .ყოველი პოლიტიკოსი სამხრეთ ოსეთში ამბობს, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. სწორედ ამიტომ, ხაზს ვუსვამ, რომ ახლო მომავალში ეს შეთანხმება შედგება”,- განაცხადა ივან ბოლტენკოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი