სამხრეთ კავკასიის ამბები

მებონია: 2 წლის შემდეგ აფხაზეთი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს

10 თებერვალი, 2016 • 1506
მებონია: 2 წლის შემდეგ აფხაზეთი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს

“ენგურჰესის” გენერალურ დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების საკითხები არ მოწესრიგდება, რაც მრიცხველების დაყენებასა და გადასახადების ამოღებას გულისხმობს, აფხაზეთი 2 წლის შემდეგ შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. sputnik abkhazia-ს ცნობით, აღნიშნულის შესახებ ლევან მებონიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ტექნიკურ საკითხებში “ენგურჰესის” დირექტორი გია ხუბუა ამბობს, რომ ბოლო ერთი წელია აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მკვეთრად მოიმატა, მაგალითად, მიმდინარე ზამთრის მანძილზე ელექტროენერგიის მოხმარებამ დღეში 800 მილიონ კილოვატსაათს მიაღწია. ხუბუას განმარტებით, ეს თითქმის 100%-იანი მოხმარებაა. ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მოქმედებს, რაც 15 აპრილამდე  ელექტოენერგიის განრიგით მიწოდებას გულისხმობს.

“ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს აუცილებელი ზომა იყო, რადგან ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე რეკორდულად დაეცა. გია ხუბუა ამბობს, არსებული შეზღუდვა საკმარისი არაა.

მისივე თქით, თუ უხვი ნალექი  არ იქნება, არებული პროგნოზით წყალსაცავში წყლის დონე ზღვის დონიდან 420 მეტრამდე დაიწევს, რის შემდეგაც ტურბინის მუშაობა იკრძალება, ეს კი ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის შეჩერებას ნიშნავს.

“ოპტიმისტური პროგნოზით უხვი ნალექი მარტიდან უნდა დაიწყოს. ხოლო პესიმისტური პროგნოზის მიხედვით, ნალექი აპრილის შუა რიცხვებიდან მოიმატებს. ვიმედოვნებთ, რომ წელს ნიაღვარი ადრე იქნება”,- ამბობს ხუბუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი