სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გევორგ საფარიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

26 იანვარი, 2016 • 1272
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გევორგ საფარიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, სომხეთის სააპელაციო სასამართლომ 25 იანვარს არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და “დამფუძნებელი პარლამენტის” წევრი გევორგ საფარიანი პატიმრობაში დატოვა. საფარიანს ბრალად ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალის გამოყენება ედება.

საფარიანის ადვოკატის ტიგრან აირაეტიანის განცხდებით, სასამართლო არასწორად მოიქცა, როდესაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი განაცხადა:

“სომხეთს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება, კერძოდ კი, ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას, რომლის თანახმადაც, წინასწარი პატიმროის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისათვის წაყენებული ბრალი ჯარიმას ან 5 წლის ვადით თავისუფების აღკვეთას ითვალისწინებს. იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების აღკვეთის ზღვარი ნულის ტოლია, სასამართლო ვალდებულია განაჩენის გამოტანამდე იგი გაათავისუფლოს”,- ამბობს აირაეტიანი.

ადვოკატის თქმითვე, იგი აპირებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

გევორგ საფარიანი 31 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს, როდესაც  სამართალდამცავებმა “ახალი სომხეთის” ერთ-ერთ მხარდამჭერს  უფლება არ მისცეს თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის კოსტუმით გაევლო. პოლიციასა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას დაახლოებით 10 ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს. მათ შორის- “დამფუძნებელი პარლამენტის” წევრი გევორგ საფარიანი, რომელიც სასამართლომ 3 იანვარს 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 25 იანვარს სასამართლომ გადაწყვეტილება აქციის ფონზე მიიღო, რომლის მონაწილეებიც გევორგ საფარიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მსგავსი მოთხოვნით აქცია 22 იანვარსაც გაიმართა, სადაც საფარიანთან ერთად სხვა 5 აქტივისტის გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. თავის მხრივ, სპეციაური საგამოიებო სამსახური ინცინდენტის დროს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს იძიებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი