სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი 10-ჯერ დაარღვიეს

22 იანვარი, 2016 • 1333
ცხინვალი: საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი 10-ჯერ დაარღვიეს

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, საზღვრის დამრღვევების გადაცემის საკითხზე სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის და საქართველოს წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერგნეთში 24 თებერვალს ისაუბრებენ.

20 იანვარს სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გაიმართა, სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 10 შემთხვევა საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მხარეებმა საზღვრის დამრღვევი პირების გადაცემასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს.

სამხრეთ ოსეთის მხარემ ასევე 12 იანვარს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც სასაზღვრე ნიშნის დაზიანებას უკავშირდება სოფელ კორკულასთან ახლოს. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მტკიცებით, ნიშანი ცეცხლსასრლი იარაღითაა დაზიანებული. დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა ქართულ მხარეს მოუწოდა, რომ მსგავსი რამის განმეორება არ დაუშვან.

24 თებერვალს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში რიგირით 61-ე შეხვედრა გაიამრთება.

მასალების გადაბეჭდვის წესი