სამხრეთ კავკასიის ამბები

რა სანქციებს უწესებს აფხაზეთი თურქეთს

19 იანვარი, 2016 • 1391
რა სანქციებს უწესებს აფხაზეთი თურქეთს

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ 15 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც თურქეთის ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა აფხაზეთში უნდა შეიზღუდოს. sputnik abkhazia -ს ინფორმაციით, დოკუმენტი მთავრობის საიტზე 19 იანვარს გამოქვეყნდა.

განკარგულებით დამკტიცებულია თურქეთში წარმოებული ცალკეული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც 2016 წლის 1 მარტიდან  აფხაზეთში დროებით ვეღარ შეიტანანენ. ჩამოთვლილ საქონელში შედის თევზი, კარტოფილი, ხახვი, ციტრუსი, კიტრი, ვაშლი და სხვა. განკარგულება ცალკე ადგენს, რომ შეზღუდვები არ ეხება პირადი მოხმარბისათვის შემოტანილ პროდუქტს.

განკარგულბის მიხედვით, თურქეთის მიერ კონტროლირებად ორგანიზაციებს და თურქეთის მოქალაქეებს აფხაზეთის 2015-2017 წლის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

ამას გარდა, განკარგულების მიხედვით, დროებით შეჩერებულია თურქეთის ან მისი მოქალაქეების მიერ კონტროლირებადი არაკომერციული ორგანიზაციების რეგისტრაცია, ხოლო უკვე არსებულების მუშაობა შეჩერდება.

თურქეთის მიმართ სანქიცების გატარების გადაწყვეტილება აფხაზეთმა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გამო გადაწყვიტა, რადგან ხელშეკრულების თანახმად,  აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკა კოორდინირებული უნდა იყოს.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კი 24 ნოემბრის შემდეგ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდეს. თვითმფრინავს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოწოდების მიუხედავად არ დატოვა საზღვარი. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ Су-24-ს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი