სამხრეთ კავკასიის ამბები

პროკურატურის განცხადებით ჟურნალისტი საბირ მუსტაფაევი მოკლული არ არის

18 იანვარი, 2016 • 1468
პროკურატურის განცხადებით ჟურნალისტი საბირ მუსტაფაევი მოკლული არ არის

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, გაზეთ “რესპუბლიკის” ჟურნალისტის საბირ მუსტაფაევის მკვლელობის ვერსია უსაფუძვლოა და არ დადასტურდა. ინფორმაციას haqqin.az ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ჟურნალისტმა გონება ახლოს მყოფი მოქალაქეების წინაშე დაკარგა და შემდეგ დაეცა:

“ბრალდებები იმის შესახებ, რომ მუსტაფაევი ცემეს და მოკლეს, არასწორია. ამიტომ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება არ დაიწყება”,- აცხადებენ პროკურატურაში.

16 იანვარს აზერბაიჯანში, მეტროსადგურთან ახლოს გაზეთ “რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორის 64 წლის მოადგილე საბირ მუსტაფაევი გარდაიცვალა. დაღუპული ჟურნალისტის ძმა საჰავეტ მუსტაფაევი ამტკიცებს, რომ მისი ძმა ცემისგან გარდაიცვალა. მისი თქმით, საბირ მუსტაფაევს გაზეთის ერთ-ერთ თანამშრომელთან კონფლიქტი ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.