სამხრეთ კავკასიის ამბები

მწვავე რესპირატორული ვირუსის შემთხვევების გამო სომხეთში სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდა

15 იანვარი, 2016 •
მწვავე რესპირატორული ვირუსის შემთხვევების გამო სომხეთში სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდა

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცით, მთავრობის სხდომაზე სომხეთში ზამთრის არდადეეგების 25 იანვრამდე გაგრძელების გადაწყვეტლება მიიღეს. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, გადაწყვეტილება მწვავე რესპირატორული დაავადების მაღალ რაოდენობას უკავშირდება.

ვირუსებისა და გრიპის მატარებელთა რაოდენობის ზრდის გამო არდადეგები სომხეთში 18 იანვრამდე იყო გახანგრძლივებული. მიუხედავად იმისა, რომ მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევა 13 იანვრის მონაცემებით სომხეთში 855-დან 799-მდე შემცირდა, ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სხდომაზე არდადეგების გახანგრძლივების რეკომენდაციით გამოვიდა. სომხეთში ღორის გრიპის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, თუმცა სამინისტრო H1N1 ვირუსის ეპიდემიას უარყოფს.

სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში 20 000-ზე მეტი მიმართვიანობაა დარეგისტრირებული, აქედან 7 000 მწვავე რესპირატორულ დაავადებებს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი