სამხრეთ კავკასიის ამბები

დოლარის შესყიდვის გამო ბაქოში ბანკებთან რიგებია [ფოტო]

14 იანვარი, 2016 • 2050
დოლარის შესყიდვის გამო ბაქოში ბანკებთან რიგებია [ფოტო]

Haqqin.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებამ ბაქოში ვალუტის პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით დოლარის შესახებ აჟიოტაჟი გააძლიერა. ცენტარლური ბანკის გადაწყვეტილებით, დოლარის ყიდვა მოლოდ ბანკებსა და მის ფილიალებშია შესაძლებელი,, ძირითადად კი, AzərTüркBank-ში.

გამოცემის ცნობით, ცენტარლური ბანკის ამ გადაწყვეტილებამ კომერციულ ბანკებთან რიგები გამოიწვია. ადამიანები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებიან საკუთარ რიგს. თითოეულ მოქალაქეს  კი მაქსიმუმ 500 აშშ დოლარის ყიდვა შეუძლია.

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა 8 იანვარს ვალუტის ყიდვა/გაყიდვის სხვაობის 4% -იანი ზღვარი დააწესა, რის გამოც ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა და ბანკის ფილიალებმა დოლარის და ევროს გადაცვლა შეწყვიტეს, შედეგად, ე.წ. შავ ბაზარზე  1 დოლარი 1.9 /2 მანათი, ხოლო ევრო 2/ 2..1 მანათი ღირდა, როცა ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 1,5642 აზერბაიჯანული მანათი ღირდა,  ხოლო 1 ევრო 1,7009 მანათს უტოლდებოდა. ცენტარლურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება დოლარის ყიდვა/გაყიდვა ბანკების გარდა აეკრძალა, რამაც haqqin.az-ის ინფორმაციით, შედეგი გამოღო და სპეკულაციური ოპერაციები დოლართან დაკავშირებით ბაქოში შეჩერებულია.

130109_src

რიგი ბაქოში დოლარის შესყიდვის გამო ფოტო: რადიო თავისუფლება

130108_src

რიგი ბაქოში დოლარის შესყიდვის გამო ფოტო: რადიო თავისუფლება

130107_src

რიგი ბაქოში დოლარის შესყიდვის გამო ფოტო: რადიო თავისუფლება

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.