სამხრეთ კავკასიის ამბები

H1N1 ვირუსით სომხეთში მეცხრე ადამიანი დაიღუპა

13 იანვარი, 2016 • 1979
H1N1 ვირუსით სომხეთში მეცხრე ადამიანი დაიღუპა

სომხეთში H1N1 ვირუსით უკვე მეცხრე ადამიანი დაიღუპა. “წმინდა გრიგოლ განმანათლებლის” საავადმყოფოში “კავკაზსკი უზელს” განუცხადეს, რომ 50 წლის რაფიკ ვარდანიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

10 იანვრის მონაცემებით, სომხეთში 5 ადამიანი დაიღუპა ღორის გრიპის შედეგად, 12 იანვარს დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, დღეს კი კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა H1N1 ვირუსს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაზრდილია გრიპით და პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობაც. ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთის საავადმყოფოებში 855 ადამიანი მკურნალობს გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დიაგნოზით. “კავკაზსკი უზელი” წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ უარყოფს ღორის გრიპის ეპიდემიას.

გრიპის მატარებელთა რაოდენობის ზრდის გამო სომხეთის სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი