სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში H1N1-ის შემთხვევა 27-დან 89-მდე გაიზარდა

9 იანვარი, 2016 • 1959
სომხეთში H1N1-ის შემთხვევა 27-დან 89-მდე გაიზარდა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, H1N1 ვირუსის შემთხვევა 27-დან 89-მდე გაიზარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 6 იანვრის მონაცემებით, ვირუსის მატარებელთა რაოდენობა სომხეთში 27 იყო, მათ შორის 10 ბავშვი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 იანვრის მონაცემებით, ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობა 89 გახდა.

“მიუხედავად რაოდენობის ზრდისაა, სომხეთში H1N1-ის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს”- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გრიპის მატარებელთა რაოდენობის ზრდის გამო სომხეთის სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.