სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში H1N1 ვირუსის 27 შემთხვევა დაფიქსირდა

7 იანვარი, 2016 • 1972
სომხეთში H1N1 ვირუსის 27 შემთხვევა დაფიქსირდა

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 1 იანვრის მონაცემებით სომხეთში ვირუსის H1N1 27 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცემის ცნობით, ყველა პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა.

“27 პაციენტიდან 10 ბავშვია, პაციენტებს შორისაა ორსული ქალიც”,- ამბობს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდსაწინააღმდეგო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიანა ტოროსიანი.

აღნიშნული ვირუსის გარდა გაზრდილია პნევმონიის შემთხვევებიც. ამ მომენტში პნევმონიის 355 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 321 ბავშვია.

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით,  ვირუსის მატარებელთა რაოდენობის ზრდის გამო სავადმყოფოები სავსეა და ზოგ განყოფილებაში ადგილებიც აღარ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი