სამხრეთ კავკასიის ამბები

თანამშრომლობის მემორანდუმი ენერგეტიკის სფეროში საქართველოს, რუსეთს, სომხეთსა და ირანს შორის

23 დეკემბერი, 2015 • 1564
თანამშრომლობის მემორანდუმი ენერგეტიკის სფეროში საქართველოს, რუსეთს, სომხეთსა და ირანს შორის

დღეს, 23 დეკემბერს ერევანში სომხეთის, ირანისა და საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრების შეხვედრა გაიმართა “რუსული ელექტროქსელების” გენერალური დირექტორის მონაწილეობით.

მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს მემორანდუმს.

კონკრეტულად კი, 2018 წლამდე ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს სომხეთ-საქართველოსა და ირან-სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზები.

ამჟამად ფორმირდება სამუშაო ჯგუფი სომხეთს, საქართველოს, ირანსა და რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში. შემდეგი შეხვედრა მხარეებს შორის 2016 წლის გაზაფხულზე შედგება.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, “მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. რაც შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას”.

1910454_753794268099025_212225902312766976_n

მასალების გადაბეჭდვის წესი