სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, “საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული 79 წლისაა

22 დეკემბერი, 2015 • 1743
ცხინვალის ცნობით, “საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული 79 წლისაა

ცხინვალის ცნობით, “სოფელ კალეთთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 1936 და 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეები”.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ “საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი პირუტყვის ძებნის დროს გადაკვეთეს”.

ცხინვალში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმის გადახდა დაეკისრათ, რის შემდეგაც, როგორც გამოცემა წერს, დაკავებულებს ქართულ მხარეს გადასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი