სამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ში აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრების მიმართ სანქციების შესახებ დოკუმენტი მზადდება

19 დეკემბერი, 2015 • 1749
აშშ-ში აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრების მიმართ სანქციების შესახებ დოკუმენტი მზადდება

კავკაზსკი უზელის ცნობით, აშშ-ში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადდება.

კანონპროექტი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით აზერბიაჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ მოწონებულია. დოკუმენტი დაპატიმრებული აზერბიაჯანელი ჟურნალისტების, ხადიჯა ისმაილოვას შესახებ მოსმენების დროს მიიღეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს აშშ-ის ვიზების არგაცემას აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახებისთვის. ეს აკრძალვა ასევე შეეხება ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და მათი ოჯახის წევრებთან, ასევე, სასამართლოების თანამშრომლებს.

გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც აშშ-ში ყარაბაღის საკითხზე ეუთოს მინსკის ჯგუფის სხდომებზე მონაწილეობენ.

სავიზო სანქციების გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს ამერიკული აქტივების დაბლოკვას აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ასევე, აზერბაიჯანისთვის მრავალმხრივი ფინანსურ დახმარებაზე მორატურიუმის შემოღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი