სამხრეთ კავკასიის ამბები

წითელმა ჯვარმა ყარაბაღის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია განაახლა

16 დეკემბერი, 2015 • 2015
წითელმა ჯვარმა ყარაბაღის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია განაახლა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ყარაბაღის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია განაახლა.

ბოლოს აღნიშნული სია 2004 წელს განახლდა. მას შემდეგ სამუშაოები გრძელდებოდა.

განახლებულ სიაში 4496 ადამიანის სახელი შევიდა. ეს ადამიანები წითელი ჯვრის აზერბაიჯანის, სომხეთისა და მთიან-ყარაბაღის წარმომადგენლობების მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შედგა.
4496 ადამიანიდან 405- ერევნის ოფისმა, 372- მთიანმა ყარაბაღმა, დანარჩენი კი, აზერბაიჯანმა წარმოადგინა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები საჯარო არ არის, რამდენადაც, როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი