სომხეთში ხუთ ექიმს პაციენტების C ჰეპატიტით მასობრივი დაინფიცირებისთვის ბრალი წარუდგინეს.

ფაქტი სომხეთის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მოხდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მედპერსონალის ბრალეულობით 14 ადამიანი ჰეპატიტით დაინფიცირდა. ბრალი წარდგენილი აქვს სამედიცინო ცენტრის დირექტორს, ეთქნებსა და ექიმ ანესთეზიოლოგს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალს შესაძლოა, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯონ.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები 3 დეკემბერს დაიწყო. დღეს სასამართლომ დაზარალებულები დაკითხა. პროცესი 13 იანვარს განახლდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *