სამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა და სარგსიანმა პარიზში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმეს

28 ნოემბერი, 2015 • 2250
ალიევმა და სარგსიანმა პარიზში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმეს

ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ პარიზში 1 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაუქმდა.

როდის და სად გაიმართება ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანი შეხვედრა, ჯერ უცნობია

როგორც კავკაზსკი უზელი წერს, სომხეთის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება შეხვედრის გაუქმების შესახებ საფრანგეთში 13 ნოემბრის ტერაქტებს უკავშირდება. მისი თქმით, “პარიზი უკვე აღარ განიხლება მიზანშეწონილ ადგილად შეხვედრისთვის”.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ბოლოს 2014 წლის 27 ოქტომბერს პარიზში შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი