სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში შეირაღებული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 19 პირი დააპატიმრეს

28 ნოემბერი, 2015 • 2037
სომხეთში შეირაღებული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 19 პირი დააპატიმრეს

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერევანში რიგი მძიმე დანაშაულებების მომზადების ბრალდებით დაკავებული 19 პირი დააპატიმრეს.

ბრალდებულებს დღეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა 21 პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური სომეხი, არტურ ვარდანიანია, რომელმაც განაცხადა რომ სირიის ტერიტორიაზე “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

დამნაშვეთა ჯგუფის წევრებმა, როგორც სომხეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა დაქირავებულ სახლში შეინახეს, სადაც მათ პოლიციამ მიაკვლია.

დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის ძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პატიმრობის მაქსიმალური ვადა 12 წელია.

ბრალდებულთა სასამართლო პროცესები დახურულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი