რუსული სააგენტო ТАСС-ის ცნობით, როსტოვის ლენინის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ბჟინავას ორი თვით პატიმრობა შეუფარდა. მას ანტირუსულ განცხადებებსა და ინტერნეტში ეროვნებათაშორის ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობას ედავებიან.
ТАСС-ის ინფორმაციით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბჟინავას პატიმრობა 2026 წლის 4 აპრილამდე განუსაზღვრა.
გამოძიების ვერსიით, ირაკლი ბჟინავა 1990-იანი წლების შუა პერიოდში აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში გადავიდა. მან უმაღლესი იურიდიული განათლება სამხრეთის ფედერალურ უნივერსიტეტში მიიღო და მოგვიანებით იმავე სასწავლებელში ლექტორად დაიწყო მუშაობა.
რუსული სამართალდამცავი უწყებების მონაცემებით, ინტერნეტში ბჟინავას სკანდალური ბლოგერის რეპუტაცია აქვს. მათი მტკიცებით, ის სოციალურ ქსელებში ეროვნებათაშორისი შუღლის პროვოცირებას ცდილობდა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
