სამხრეთ კავკასიის ამბები

ყირიმსა და აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლა იგეგმება

17 ოქტომბერი, 2023 • 1020
ყირიმსა და აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლა იგეგმება

რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული უკრაინის ნახევარკუნძული ყირიმი აფხაზეთს საზღვაო მიმოსვლით ერთობლივ ტურიზმს სთავაზობს და მზადაა, “აფხაზეთის ტურიზმის გაფართოებას” საკუთარი “კომეტებით” დაეხმაროს.

საუბარია მარშრუტზე გელენჯიკი-ნოვოროოსისკი – სოჭი-სოხუმი.

ამის შესახებ ყირიმის განვითარების ფონდის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც სოხუმში ტურისტული ფორუმის Visit Apsny-ს ფარგლებში იმყოფებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი