სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა ტელეგრამზე გავრცელებულ ვიდეო კადრებს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხ უიარაღო ტყვეებს კლავენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა.
ფაშინიანის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოებამ შესაბამისად უნდა დაგმოს ეს ომის დანაშაული და უზრუნველყოს ღონისძიებები აგრესორის დასასჯელად.
“სომხეთი გამოიყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა უზრუნველყოს გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისმგებლობა. ძალადობის ასეთი აქტები სათანადოდ უნდა დაისაჯოს”, – განაცხადა ფაშინიანმა.
გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პროკურატურა და დადო პირობა, რომ გამოიძიებს გარემოებებს, მონაწილეებს და ა.შ. ბოლოს კი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ თუ “საშინელი ვიდეოს ნამდვილობა დადასტურდება, ეს იქნება ომის დანაშაული და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ”.