სამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის ხიდი გაიხსნა

5 ივლისი, 2021 • 642
ენგურის ხიდი გაიხსნა

სუს-ის ცნობით, „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან გადმოსვლა შესაძლებელი გახდა გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის.

“მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა) პირებს ეძლეოდათ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შესაძლებელია კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი