სამხრეთ კავკასიის ამბები

ერთად ცხოვრება ჯერ არ გამოგვივა – ხედვა სოხუმიდან

5 მაისი, 2019 • 707
ერთად ცხოვრება ჯერ არ გამოგვივა –  ხედვა სოხუმიდან

ლუბა ვართაგავა, სოხუმი


ჩემი მშობლები დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდში ცხოვრობენ, შვილი – აფხაზეთში. მე სოჭიდან სოხუმში ჩავდივარ ხოლმე. საქართველოში ხშირად ჩასვლა არ შემიძლია – ძვირი ჯდება. ენგურზე გადაადგილება მარტივი რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა.

აფხაზეთი და საქართველო არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. არსებობს კონფლიქტი რუსეთსა და აშშ-ს შორის. პატარა ქვეყნები ვერაფერს წყვეტენ დღეს, ისინი მართავენ, ვინც ფულს იხდის. აფხაზეთი რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს, საქართველო-  ამერიკის, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ვერაფერზე გვექნება გავლენა.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებშიც არაფერი შეიცვლება. აფხაზეთშიც და საქართველოშიც ჩვენს შორის დაახლოების პროცესზე გავლენას პოლიტიკოსები ვერ მოახდენენ. მხოლოდ, ჩვენ თავად, ადამიანები თუ დავამყარებთ კონტაქტებს, საზღვრების გვერდის ავლით. ერთმანეთთან ყოველთვის ახლოს ვიცხოვრებთ, თუმცა, ერთად ცხოვრება ჯერ არ გამოგვივა, იმიტომ რომ ჩვენს “უფროს ძმებს არ სურთ”.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი