სამხრეთ კავკასიის ამბები

“ქართველების მიერ ოსი ხალხის გენოციდზე” გადაღებული ფილმის ჩვენება ახალგორში

15 სექტემბერი, 2016 •
“ქართველების მიერ ოსი ხალხის გენოციდზე” გადაღებული ფილმის ჩვენება ახალგორში

2016 წლის 14 სექტემბერს ახალგორის ახლადგარემონტებულ კულტურის სახლში 50-წუთიანი მხატვრულ- დოკუმენტური ფილმის, ”Iron Vandee”-ს უფასო ჩვენება მოაწყვეს.

ფილმის რეჟისორია ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი გრიშა მამიევი. რეჟისორის თქმით, ფილმი გადაღებულია” ოსი ხალხის 1920 წლის გენოციდზე”, რომელშიც ნაჩვენები მოვლენები ქართველი მენშევიკის, ვალიკო ჯუღელის დღიურებზე დაყრდნობით არის გადაღებული.

ფილმში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ასევე, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები.

ფილმის ნაწილი გადაღებულია ახალგორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ფილმის ბიუჯეტი 35.000 რუბლია (1.000 ლარი).

ახალგორში გამართულ ფილმის ჩვენებას 16 ადამიანი დაესწრო, მათ შორის დიდი ნაწილი არასრულწოვანი იყო.

ფილმის პრემიერა 27 ივლისს ცხინვალის კინოთეატრში ”ჩერმენი” გაიმართა, შემდეგ კი, 15 აგვისტოს, ვლადიკავკაზში, კინოთეატრ ”ნიჟარაში” ღია ცის ქვეშ.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

14371993_684082641744183_403306807_n

14341871_684082698410844_1073186717_n

14341418_684082628410851_1566990711_n

მასალების გადაბეჭდვის წესი