სამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი საცხოვრებელი კორპუსები აფხაზეთში 1000-ზე მეტი რუსი სამხედროს ოჯახისთვის

13 ივნისი, 2016 • 1302
ახალი საცხოვრებელი კორპუსები აფხაზეთში 1000-ზე მეტი რუსი სამხედროს ოჯახისთვის

რია ნოვოსტის ინფორმაციით, აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის ბოლომდე 19 ახალი საცხოვრებელი კორპუსის რემონტი დასრულდება.

ოფიციალური ცნობით, 300 ბინაში ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახები იცხოვრებენ.

რუსული მხარის ცნობითვე, სამხედროების ბინები ყველა აუცილებელი პირობითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით იქნება უზრუნველყოფილი.

ახალ საცხოვრებელ რაიონში ასევე იფუნქციონირებს 200 ადგილზე გათვლილი სკოლა და 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი.

ფოტო: რია ნოვოსტი/ © Fotolia/ Anna Baburkina

ფოტო: რია ნოვოსტი/ © Fotolia/ Anna Baburkina

მასალების გადაბეჭდვის წესი