სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა შესაძლოა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მოქალაქეები დასაჯოს

4 მაისი, 2016 •
ცხინვალმა შესაძლოა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მოქალაქეები დასაჯოს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში “საქართველოს სპეცსამსახურებთან, უსაფრთხოებისა თუ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტი შევიდა.

კანონპროექტი საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის დეტალები ოფიციალური წარმომადგენლების მიერ არ საჯაროვდება, თუმცა სოციალურ ქსელში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრებთა მხრიდან აღნიშნულ ინიციატივას კრიტიკა უკვე მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი