სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმმა ენგურზე ერთი გამშვები პუნქტი დახურა

15 აპრილი, 2016 • 1501
სოხუმმა ენგურზე ერთი გამშვები პუნქტი დახურა

სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურზე ერთ-ერთი გამშვები პუნქტი დაიხურა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის ხელმძღვანელი, ნოდარ ჩაჩხიანი სპუტნიკთან საუბარში ამბობს.

“დღეს, დილის 11 საათზე გამშვებ პუნტზე დაუშვეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა. დაკიდებული ხიდი საზღვარზე აფხაზური მხრიდან გადახერხილია”, – ამბობს ჩაჩხიანი.

ენგურზე გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის მარტში მიიღეს.

ენგურზე გამშვები პუნქტების შემცირებაზე 2014 წელს აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ხაჯიმბაც საუბრობდა. მაშინ ხაჯიმბამ სახალხო ერთობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გამაგრება მნიშვნელოვანია.”

2013 წელს ენგურზე მთავარი გამშვები პუნქტის პარალელურად დამატებითი ხუთი პუნქტი გაიხსნა – მათ შორის, ერთი საავტომობილო.

მასალების გადაბეჭდვის წესი