ნეტგაზეთი | სოხუმში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები განახლდა სოხუმში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები განახლდა – Netgazeti
RU | GE  

სოხუმში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები განახლდა

შს მინისტრის, ლეონიდ ძიაპშპას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეთა ნაწილმა აქციები განაახლა.

დღეს, 15 მარტს სოხუმში აქციის მონაწილეებთან პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც გამოვიდა და შეკრებილებს განუცხადა, რომ “აღნიშნული საკითხი კანონის ფარგლებში გადაწყდება. მას პროკურატურა იძიებს და ყველა, ვინც კანონი დაარღვია, დაისჯება”.

აქციები შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით სოხუმში 9 მარტს დაიწყო. მიზეზი კი პოლიციის თანამშრომლების მიერ “დრანდას” ციხის ყოფილი უფროსის, რუსლან ჯელიას ავტომობილის დაცხრილვის ფაქტი გახდა.

რუსლან ჯელიას მომხრეები შს მინისტრს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ და პასუხად მიიღეს, რომ “მას არ გაუცია მსგავსი ბრძანება”.

თავად შს მინისტრი, ძიაპშპა აცხადებს, რომ მისი გადადგომის შესახებ საკითხი შეიძლება მხოლოდ 2019 წელს დაისვას. მანამდე კი “სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებას არ დაუშვებს”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი