კომენტარი

”წმინდა გიორგის სადროშო” : ხელისუფლებამ მოსახლეობა უმოწყალოდ გაიმეტა და სასტიკად დასაჯა

1 ივნისი, 2011 • 1760
”წმინდა გიორგის სადროშო” : ხელისუფლებამ მოსახლეობა უმოწყალოდ გაიმეტა  და სასტიკად დასაჯა

არასამთავრობო ორგანიზაციამ ”წმინდა გიორგის სადროშო” 26 მაისს დარბეული  აქციის მონაწილეებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოლიდარობა გამოუცხადა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი 25 მაისს რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, თუმცა დარბევის დროს იქ არ ყოფილან.

”26 მაისს ხელისუფლებამ მოსახლეობა უმოწყალოდ გაიმეტა  და სასტიკად დასაჯა. ეს არ იყო გამართლებული საქციელი, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა.  შევუერთდით მომიტინგეებს, რადგან ამით გამოვხატეთ  ჩვენი პოზიცია.”- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სუბელიანმა.

სუბელიანის თქმით,  უახლოეს პერიოდში ”წმინდა გიორგის სადროშო” მშვიდობიანი გზითა და ეროვნული სულისკვეთებით აპირებს მოაწყოს მსველობა, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დალოცავს.

გიორგი სუბელიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ”წმინდა გიორგის სადროშო”  2010 წლის სექტემბერში დაარსდა, იგი წარმოადგენს ეროვნულ-საზოგადოებრივ მოძრაობას და ფინანსდება საკუთარი ხელძღვანელობის მიერ.

რამდენი წევრი ირიცხება ორგანიზაციაში, გიორგი სუბელიანს არ დაუკონკრეტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი