კომენტარი

ვეტერანების პასუხი პრეზიდენტს

26 იანვარი, 2011 • • 1253
ვეტერანების პასუხი პრეზიდენტს

ვეტერანი მალხაზ თოფურია, რომელიც იანვრის აქციებში მონაწილეობდა, დღეს პრეზიდენტს პასუხობს.

გუშინ  გადაცემაში “პრეზიდენტი გისმენთ”, რომელიც თითქმის ყველა ნაციონალურ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში სამი საათის მანძილზე გადიოდა, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა.

“რაც შეეხება ვეტერანებს, ყველას აქვს უფლება, გამოთქვას პროტესტი, მაგრამ სამშობლოს დაცვისთვის აღარ უნდა ითხოვდე რამეს. ყველა უნდა ისწრაფოდეს იმისთვის, რომ დაიცვას ის. თუმცა, სახელმწიფოს დახმარებაც უნდა არსებობდეს, რასაკვირველია, და არსებობს კიდეც“.–განაცხადა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს ვეტერანი თოფურია კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტის განცხადებაზე, ამბობს:

“ჩვენ პრივილეგიების მოთხოვნა არ გვსურდა, იქ ზნეობრივი მოთხოვნა იდგა წინ. ვეტერანების მოთხოვნები არ დაგვიყენებია დანარჩენი საქართველოს მოთხოვნებზე წინ… სხვადასხვა ბატალიონის ჯარისკაცები ჩუმად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეფერებოდნენ, ვერ გატეხავ ამ ხიდს, რომ ისინი სხვები არიან და ჩვენ სხვები. ვერ გატეხავ ამ ხიდს ბატონო მიხეილ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი