კომენტარი

სიძვირის მთავარი მიზეზია რუსეთზე დამოკიდებულობა | მოსაზრება

26 დეკემბერი, 2025 •
სიძვირის მთავარი მიზეზია რუსეთზე დამოკიდებულობა | მოსაზრება

ავტორი : არჩილ იაკობაშვილი – საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი


ელექტროენერგიის ტარიფებმა რომ უნდა მოიმატოს, პირველადი დანიშნულების პროდუქტები (სურსათი, მედიკამენტები) რომ ევროპასთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირია, ამის მთავარი მიზეზი არის რუსეთზე დამოკიდებულობა.

ირაკლი კობახიძეს შვეიცარიისთვის რომ შეედარებინა ფასები, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, აღმოჩნდებოდა, რომ სურსათზე ფასების დონე საქართველოში ზუსტად ისეთია, როგორც შვეიცარიაში, მაგრამ წარმომადგენლობითი მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი არის 10-ჯერ ნაკლები, თუ ერთ სულზე ეროვნული შემოსავლის (.. მშპ მთავარი კომპონენტის) მონაცემებს შევადარებთ

სხვათა შორის, შვეიცარიაშიც, სადაცსასურსათო პატრიოტიზმიმაღალ დონეზეა, მოქმედებს დღგ შეღავათი პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე.

ირაკლი კობახიძემ თავად შეადარა საქართველოს ფასები საფრანგეთს, და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი პრემიერობის ორწლიანი პერიოდი არის ყველაზე ანტიევროპული დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 35-წლიან ისტორიაში.

სურსათზე ევროპულ ფასებთან მიახლოება იქნება შესაძლებელი, თუ საქართველო ზოგადად ნაკლებად იქნება დამოკიდებული იმპორტზე (განსაკუთრებით რუსეთზე), თუ შესაბამის ადგილობრივ წარმოებას ექნება სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის წევრქვეყნებშია, აგრეთვე, დღგ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე (მედიკამენტები, სურსათი) იქნება შეღავათიანი.

რატომ აკეთებთ შედარებას ევროპასთან და არ აკეთებთ რუსეთთან ?

როდესაც სურსათის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, სადაც რეალურად ორნიშნა ინფლაციაა, პირველადი პროდუქტების დეფიციტია, რის გამოც რუსეთს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის ექსპორტზე გადასახადი აქვს დაწესებული, შეუძლებელია, რომ საქართველომ თავი დაიცვას რუსეთის ინფლაციისგან (.. ტრანსმისიის ეფექტი). 

დავიღუპებით რუსეთის გარეშეო” – ჰოდა, გვიწილადა რუსეთმა ინფლაციაკეთილი ინებეთ და დაიცავით საკუთარი მოსახლეობა რუსეთზე დამოკიდებულობით გამოწვეული ინფლაციური წნეხისგან.

P.S. დღგ შეღავათი არ არის პანაცეა, ის მხოლოდ უმსუბუქებს მომხმარებლებს პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე მაღალი ფასების პრობლემას, მაგრამ არ ჭრის ყბადაღებულიფასნამატისფუნდამენტურ მიზეზებს (რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულობა, ადგილზე კარტელური ფასწარმოქმნა, პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკური სასამართლო, გაორმაგებული აქციზი საწვავზე).


 არჩილ იაკობაშვილი  არის  საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი.


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული სტატიები/მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი