კომენტარი

რა არის ტოლერანტობა

16 ნოემბერი, 2010 •
რა არის ტოლერანტობა

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით ეს დღე 1996 წლიდან აღინიშნება.

საქართველოში ტოლერანტობის დღე სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებაზე ის ადამიანები დააჯილდოვეს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაზე. მათ შორის: კინომცოდნე გოგი გვახარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალები –ლიბერალი და ტაბულა, ადამიანის უფლებათა დამცველი ემილ ადელხანოვი, საქართველოს გაეროს ასოციაცია და გადაცემა ჩვენი ეზო

ასევე დააჯილდოვეს ის ჟურნალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში –ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. მესამე ადგილზე გავიდა ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის, მალხაზ ჭკადუას სტატია “ქართული აზერბაიჯანი”, მეორე ადგილზე ლიბერალის ჟურნალისტის, ეკა ჭითანავას სტატია “არაღიარებული უმცირესობა”, პირველ ადგილზე ჟურნალ ტაბულას ჟურნალისტის,ლევან სუთიძის სტატია “პირით მექისკენ, გულით სამშობლოსკენ”.


მასალების გადაბეჭდვის წესი