კომენტარი

ხელისუფლების პროექტი მედიამფლობელების გამჭვირვალობაზე

12 ნოემბერი, 2010 • 1342
ხელისუფლების პროექტი მედიამფლობელების გამჭვირვალობაზე

პროექტი 

საქართველოს კანონი 

მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში 

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 

 

მუხლი 1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;

 

2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილის ან აქციების 10%-ზე მეტს პირდაპირ ან ირიბად, ცალკე ან  სხვა პირებთან ერთობლივად (ჯამურად) ფლობს (ფლობენ) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი (პირები);

 

3. კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის 371-ე მუხლი:

„მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია

1. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სალიცენზიო განაცხადს თან დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები, ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირებს, სხვა საჯარო მოხელეებს, პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირებს;

დ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებლის წილის ან აქციების 10%-ზე მეტს პირდაპირ ან ირიბად, ცალკე ან  სხვა პირებთან ერთობლივად (ჯამურად) არ ფლობს (ფლობენ) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი (პირები);

ე) ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებლის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების თაობაზე მონაცემებისა.

2. შესაბამისობის დეკლარაცია კომისიას წარედგინება ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

4. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის “დ” ქვეპუნქტი:

“დ) შესაბამისობის დეკლარაცია;”

 

5.  61-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) შესაბამისობის დეკლარაცია;”

 

6. 61-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნას “ბ” ქვეპუნქტი;

 

 

 

7. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.”

 

 

8. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:

„29. მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არაუგვიანეს 2011 წლის 1 ივნისისა, უზრუნველყოს ამ კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარდგენა.“

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

     

 

საქართველოს კანონის პროექტზე:

,,მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებების  შეტანის თაობაზე 

 

a)     ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

 

      .) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

 

კანონპროექტის მიღების მიზეზია მედია სივრცეში გამჭვირვალობის დონის ამაღლება, ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდგების შემოღებით.

 

.) კანონპროექტის მიზანი  

კანონპროექტის მიღების მიზანია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელობის გამჭირვალობის უზრუნველყოფა. საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე თუ ვინ არიან საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების მფლობელები.

 

.) კანონპროექტის ძირითადი არსი 

      კანონპროექტის თანახმად დგინდება შუზღუდვა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი რომელიც რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში.  ასევე შემოდის გარკვეული შეზღუდვები ლიცენზიის მფლობელთა საწარმოს წილის მფლობელებისა და აქციონერებისათვის

კანონპროექტით დგინდება მაუწყებლობის მაძიებელთა აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელთა ვალდებულება ლიცენზიის მიღების, მესაკუთრეთა ცვლილების შემთხვევაში აგრეთვე ყოველწლიურად კომისიიას წარუდგინონ განახლებული საჯარო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრისა და ხელმძღვანელი თანამდებობის პირების შესახებ.

 

 

       ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება 

 

          .) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

     კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.

 

        .) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

     კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

 

       .) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

    კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

         .) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;

     კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ დაეკისრება.

 

           .) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;

    ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს

 

         .) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);

     კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესს.

 

          ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

 

           გ.) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

    არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში.

 .) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

     კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.

           .) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

    კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

            ) კანონპროექტის  მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.

         .) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

   აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ.

            .) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

      არ არსებობს.

          .) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: . მელაძე, . მინაშვილი, . თაქთაქიშვილი და .კუბლაშვილი 

 

            .) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: . მელაძე, . მინაშვილი, . თაქთაქიშვილი და .კუბლაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი