კომენტარი

წიგნები დევნილი ბავშვებისათვის

18 ოქტომბერი, 2010 • • 1260
წიგნები დევნილი ბავშვებისათვის

ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ მიმართვას – ,,დავეხმაროთ დევნილ ბავშვებს სახელმძღვანელოებით’’ – საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა გამოეხმაურა და დევნილი ბავშვებისათვის სასკოლო წიგნები შეიძინა.

საქველმოქმედო აქციაში საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა მას შემდეგ ჩაერთო, რაც ნეტგაზეთის ინიციატივის თაობაზე, აღნიშნულ ორგანიზაციას ინფორმაცია ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ მიაწოდა. 

ქალაქ გორში, ვერხვების დასახლებაში, მცხოვრებ ხუთ დევნილ ბავშვს სასკოლო სახელმძღვანელოები გუშინ გადაეცათ.

ყველაფერი სოციალურ ქსელ facebook-ში დაიწყო. გორში მცხოვრებმა ნინო დალაქიშვილმა თავის პირად გვერდზე იმ სახელმძღვანელოების სია ჩამოწერა, რომლებიც დევნილ ბავშვებს სჭირდებოდათ და მეგობრებს დახმარება სთხოვა.

ამის შემდეგ წერილი – ,,დავეხმაროთ დევნილ ბავშვებს სახელმძღვანელოებით’’ ნეტგაზეთის საიტზეც დაიდო.

წერილს საქართველო-ისრაელის საერთაშორისო ბიზნეს პალატა გამოეხმაურა და დევნილი ბავშვებისათვის ჩამოთვლილი სახელმძღვანელოები შეიძინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი