კომენტარი

მე რეალურად სანქცირებული ვარ – ბიძინა ივანიშვილი

30 დეკემბერი, 2023 • 3372
მე რეალურად სანქცირებული ვარ – ბიძინა ივანიშვილი

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ფაქტობრივად სანქცირებულია მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიყო.

“ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე ვარ სანქცირებული.  მე რეალურად სანქცირებუული ვარ, დე ფაქტო. ყველაზე უხეში მეთოდებით და ყველაზე უხეში გზებით. ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით.  რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან რეალურად სანქცირებული ვარ. ამიტომ ოპოზიცია ტყვილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს”, – განაცხადა ივანიშვილმა 30 დეკემბერს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა  ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

„ზუსტად სამი წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი სამი წლის შემდეგ ჩემივე ინიციატივით პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი