კომენტარიხელოვნება

მჯერა, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და დაიწყება მთავარი შრომა, რომ გავხდეთ წევრები — სანდრო სამხარაძე

8 დეკემბერი, 2023 • 2980
მჯერა, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და დაიწყება მთავარი შრომა, რომ გავხდეთ წევრები — სანდრო სამხარაძე

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები შეამჩნიონ, განსაკუთრებით დღეს, როცა ხელოვნება ცენზურის ქვეშ არის და ასეულობით ხელოვანი ბოიკოტშია”, — ასე მიმართა აუდიტორიას წინანდლის პრემიის დაჯილდოებაზე მსახიობმა სანდრო სამხარაძემ. მას “ხელოვნურ სუნთქვაში” განსახიერებული როლისთვის კინოხელოვნების კატეგორიაში პრემია მიენიჭა.

“მე მჯერა, რომ ჩვენ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და ახლა დაიწყება ჩვენი მთავარი შრომა იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და მგონია, რომ ეს უნდა იქცეს ამ წლების და შემდეგი წლების მთავარ ნარატივად. ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, ეს მოვთხოვოთ ხელისუფლებას. ასევე, ყველანაირად ვეცადოთ, რომ 2024 წელს ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები”, — განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, წინანდლის პრემია პროზის ნომინაციაში მოიგო მათე ბაღაშვილმა, რომელმაც საკუთარი გამარჯვება 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს მიუძღვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი