კომენტარი

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში იყო პოლარიზაციის გაღრმავება – ზურაბიშვილი

1 ივლისი, 2023 • 1838
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში იყო პოლარიზაციის გაღრმავება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის 30 ივნისის გამოსვლა პარლამენტში ემსახურებოდა პოლარიზაციის გაღრმავებას:

“შეიძლება პრემიერი გამოვიდეს პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს? მე მგონი, რომ არ შეიძლება. თუ გვინდა დეპოლარიზაცია, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ცოტა თავი შევიკავოთ, შევცალოთ რიტორიკა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ამ საკითხზე მან ისაუბრა 1 ივლისს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც “იმედის” წამყვანმა ჰკითხა, რატომ შეიწყალა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია და გააღრმავა პოლარიზაცია. 

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “მას აქვს იმის თავისუფლება”, რომ როდესაც  ჩათვლის საჭიროდ, რომ შეწყალებამ შეიძლება  “დაამშვიდოს ვითარება”,  ამას გააკეთებს. 

 “100 კაცი იყო გასაპროტესტებლად მოსული, რა პოლარიზაცია გააღრმავა?”- იკითხა ზურაბიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი