კომენტარი

სტანო: „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონმა 12-დან 2 პრიორიტეტი დაარღვია

13 მარტი, 2023 • 743
სტანო: „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონმა 12-დან 2 პრიორიტეტი დაარღვია

ევროკავშირის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის კანონმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია.

„როცა რეაგინება გვქონდა უცხოეთის აგენტების კანონზე, ამის მიზეზი მარტივი იყო: საქართველომ შემოიტანა ევროკავშირში გაწევრების განაცხადი. ევროკავშირმა განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომლის შესრულებაც საჭიროა, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყოს განხილული.

“უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონით საქართველომ შესასრულებელი 12 პრიორიტეტიდან 2 დაარღვია. სავსებით ნათელია, რატომ მოახდინა რეაგირება ევროკავშირმა“, – თქვა მან ბრიფინგზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.