კომენტარი

Bedford Falls: ამ კანონის მიღებით ჩვენს მომავალს მარხავთ

7 მარტი, 2023 • 790
Bedford Falls: ამ კანონის მიღებით ჩვენს მომავალს მარხავთ

მუსიკალური ჯგუფი Bedford Falls ეხმაურება კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს.

“yo, თქვენ, – ვიღაც ჩინოვნიკებო, ვისი საქმეც ჩვენი კეთილდღეობაა, ვინც ამ კანონს თავხედურად გვტენით, ცდილობთ, რომ რუსული რეჟიმის სატელიტი გაგხვადოთ და თან ამას ვითომ ქვეყნის ინტერესით ამართლებთ. თუ გვართმევთ დასავლეთს, ესე იგი მომავალს გვართმევთ და მასთან ერთად ყველა იმ იმედს, რაც კი შეიძლება რომ გვქონოდა, რადგანაც რუსული გავლენის ქვეყანაში იმედი არ არსებობს; არც ხელოვნება, არც თავისუფლება და არც სახელწმიფო.

ამ კანონის მიღებით ჩვენს მომავალს მარხავთ.

დასავლეთს ზურგს აქცევთ, ფეხებზე იკიდებთ ევროკავშირის კანდიტატობის სტატუსს, უარყოფთ საკუთარი მოქალაქეების ინტერესს და მტერს საჯაროდ ეზასავებით.

this is literally ღალატი და ღალატს არავინ დაგივიწყებთ. So Fuck Putin, Fuck Putin’s buddies, Fuck ქართული ოცნების რუსული ინიციატივები და Fuck you for not doing anything about it, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ, ხალხო, თორემ ან დასავლური კურსის საქართველო გვექნება, ანდა საქართველო საერთოდ აღარ იქნება” , – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხება.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. მეტიც ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი